ალექს ფერგიუსონი რობერტ ლევანდოვსკის არ ეშვება!

AutoSharing Option
პოლონური მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ამ დღეებში ისეთი წინადადებით მიმართავს, რომ გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელს უარის თქმა გაუჭირდება: საუბარია "ბორუსიას" პოლონელ გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკიზე, რომლის გადაბირებაც მანკუნიანელებს ძალიან უნდათ.

პოლონურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "იუნაიტედი" მზადაა, 23 წლის ცენტრფორვარდში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჩვენი პოლონელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ მანჩესტერელები ლევანდოვსკის ზღაპრულ ხელფასს, წელიწადში 8 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

დორტმუნდელებს ლევანდოვსკი არ ეთმობათ, რადგან რობერტი სრულყოფილ გოლეადორად ჩამოყალიბდა - გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა
ამ შემთხვევაში მთავარი თვითონ ფეხბურთელის აზრია, რომელსაც, წესით, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა უნდა უნდოდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული