"სიტი" VS "იუნაიტედი"

AutoSharing Option
ვებგვერდ Rightmove.co.uk-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის წყალობით ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერში "სიტის" უფრო ცოტა გულშემატკივარი ჰყავს (14,8%), ვიდრე "იუნაიტედს" (55,6%).

არადა, სწორედ პირველებს აქვთ პრეტენზია, რომ ნაღდ "ქალაქელებს" ისინი წარმოადგენენ. გამოკითხვამ ცხადი გახადა, რომ "წითელი ეშმაკები" მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარულები არიან და თქვენ წარმოიდგინეთ, ლონდონშიც კი უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავთ (13,2%), ვიდრე მთელ რიგ დედაქალაქურ კლუბებს ("იუნაიტედზე" პოპულარული მხოლოდ "ჩელსი" და "არსენალი" არიან).

Rightmove.co.uk-ის წარმომადგენლის, მაიკლ შიპსაიდის განმარტებით, ბოლო წლებში მსხვილი კლუბების ფანკლუბები განუხრელად იზრდება შედარებით ნაკლებად სახელოვნების ხარჯზე.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული