დევიდ ბექჰემი "გელექსიდან" მიდის

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემის კარიერის ამერიკული ეტაპი პირველ დეკემბერს, MLS-ის ფინალის შემდეგ დასრულდება, თუმცა ინგლისელი ფეხბურთის თამაშს ჯერ კიდევ აპირებს.

37 წლის ბექჰემმა "ემ-ელ-ეს"-ის ოფიციალურ საიტს შემდეგ რამ განუცხადა:

"მე "გელექსიში" შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ მოთამაშის კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი გამოწვევის მიღება მსურს და მხოლოდ შემდეგ ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე".

ბექჰემს არ დაუკონკრეტებია, თუ რა გამოწვევაზე საუბრობდა, მაგრამ ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და დევიდის ავსტრალიის ლიგაში თამაშის სურვილი დააფიქსირეს, თუმცა ინგლისელის პრესატაშემ ეს ცნობა
უარყო და მას ტყუილი უწოდა.

დევიდ ბექჰემი, რომელთანაც ასოცირდებოდა MLS-ის ბოლოდროინდელი წარმატებები, "გელექსის" რიგებში თავის უკანასკნელ შეხვედრას "ჰიუსტონ დინამოსთან" გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შარშანაც ფინალში შეხვდნენ და მაშინ "გელექსიმ" 1:0 მოიგო (დონოვანი), დევიდმა კი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ამერიკული ტიტული მოიპოვა.

ბექჰემის ამერიკული დოსიე
სეზონი MLS-ში: 6 (2007-2012)
მატჩები რეგულარულ სეზონში: 98 (შესაძლო 176-დან).
გოლები რეგულარ-სეზონში: 15.
საგოლე გადაცემები რეგულარ-სეზონში: 40.
მატჩები პლეი ოფში: 18.
გოლები პლეი ოფში: 0.
საგოლე გადაცემები პლეი ოფში: 8
ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: 7 (2012).
ყველაზე მეტი საგოლე პასი ერთ სეზონში: 15 (2011).
სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1 (2011)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული