ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: წაგება "ენფილდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
XVI ტურში "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ "ქალაქელთა" შესახებ ბევრი ჭორი დაირხა.

მავანი იმასაც ამტკიცებდა, რომ რობერტო მანჩინის თავი ეშაფოტზე უდევს და ე.წ. ბოქსინგ დეიმდე ქულის დაკარგვის შემთხვევაშიც კი მექანიზმი მოქმედებაში მოვაო.

რამდენად რეალურია მოვლენათა ამგვარი განვითარება, მომდევნო ტურამდე ვერ შევიტყობთ, რადგან ამჯერად "ქალაქელებმა" შესანიშნავად ითამაშეს.

მე-2 წუთზე ყველაფერი მატეა ნასტასიჩის მიკროტრავმით დაიწყო. შეიკ ტიოტემ თამაში არ გააჩერა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პაპის სისემ დაურტყა ჯო ჰარტს, მაგრამ ინგლისის ნაკრების მეკარემ სენეგალელს ფანტასტიკური რეაქციით უპასუხა.

მასპინძლებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეტევები კიდევ განაგრძეს,
თუმცა პირველი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. იაია ტურემ საჯარიმოში შეჭრილ სამირ ნასრის გადააწოდა, ვინც სერხიო აგუერო ერთი შეხებით მოძებნა. არგენტინელმა უკვე ცარიელ კარში შეაგორა.

მეორე ბურთამდე სტუმართა თავდამსხმელებს ყველაზე ცოტა, 4-5 გოლის გატანა მართებდათ. ჰიპერაქტიური იყო დავიდ სილვა, ვინც ხან კარლოს ტევესზე თამაშობდა, ხანაც აგუეროზე.

39-ე წუთზე ესპანელი პლეიმეიკერის კუთხურს ხავი გარსია თავით გამოეხმაურა. დავიდ სანტონმა ბურთის ხაზიდან გამოტანა კი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს. თავის გამოჩენა შეეძლო დავიდ სანტონს. იტალიელმა პასის ნაცვლად თავად გადაწყვიტა დარტყმა, მაგრამ ააცილა. 51-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

კუთხურის შემდეგ სილვას მიერ საჯარიმოდან გამოტანილი ბურთი ფაბრისიო კოლოჩინიმ უკან დააბრუნა.

დემბა ბამ თავურით ეფექტური გოლი შეაგდო. მას ორჯერ გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ჯერ ხარიხას გადააცილა, მერე ორი მეტრიდან ააცილა კარს. 79-ე წუთზე "სიტის" გაჭიანურებული შეტევა სილვა-საბალეტა-იაია ტურეს კომბინაციით დასრულდა. ივუარელმა ტიმ კრული სამიოდე მეტრიდან დაამწუხრა.

ვილა დაიქოქა

"ლივერპულმა" "ასტონ ვილასთან" აქტიურად დაიწყო. პირველი მომენტი სტიუარტ დაუნინგის ჩაწოდების შემდეგ შეიქმნა. ამერიკელმა ერიკ ლიშაიმ კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა. ბრედ გუზანმა გუნდი დროული რეაქციით იხსნა.

მერე ლუის სუარესმა იმარჯვა, მეტოქეს ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან აართვა და ჯონჯო შელვის დაუგორა, მაგრამ სანამ ის ფიქრობდა, ნათან ბეიკერი ფეხებში ჩაუვარდა და სიტუაცია განმუხტა.

29-ე წუთზე ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა - კრისტიან ბენტეკემ 23-24 მეტრიდან პეპე რეინასგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა.

მეკარის შეცდომა აშკარა იყო. ბელგიელმა თავდამსხმელმა რამდენიმე წუთში ანდრეას ვაიმანი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. მართალია, ავსტრიელმა რეინას ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

ამავე დუეტმა მე-40 წუთზე "წითლების" დაცვა კიდევ ერთხელ დატოვა პირდაღებული. სამსვლიანი კომბინაცია ვაიმანის გოლით დასრულდა.

51-ეზე 22 წლის ბელგიელმა კიდევ ერთხელ აიღო თამაში თავის თავზე - ბურთი ცენტრში ჩაიგდო ხელთ, გზად არავინ მიიკარა, შევიდა საჯარიმოში და მარტინ შკრტელისა და ჯო ალენის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეინას ახლოდან გაუტანა.

ანგარიში შეიძლებოდა 4:0-იც გამხდარიყო. ვაიმანმა ბენტეკეს პასი ვერ გამოიყენა, ძელს მცირედით ააცილა. 87-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა გლენ ჯონსონის გადაცემით პრესტიჟის ბურთის გატანაღა შეძლო.

დაგეგმილი სამი ქულა
"იუნაიტედი"-"სანდერლენდის" შეხვედრა ისე წარიმართა, რომ ეჭვი, თუ ვის სასარგებლოდ დასრულდებოდა, ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა.

მასპინძელმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა. დებიუტში თავის გამოჩენა პატრის ევრასა და ეშლი იანგს შეეძლოთ, მაგრამ ორივეს სიზუსტემ უღალატა.

ჯონ ოშიმ მე-16 წუთზე ძალიან ცუდად ითამაშა, როცა ბურთი პირდაპირ რობინ ვან პერსიზე მოიგერია. ჰოლანდიელმა სიმონ მინიოლე ახლო მანძილიდან დაამწუხრა. ზუსტად ერთ წუთში მინიოლემ ბრწყინვალე ნახტომში ფილ ჯონსის გადაცემისა და ვან პერსის თავური მოიგერია.

მეორე გოლის სანახავად დიდხანს ცდა მაინც არ დაგვჭირვებია - მაიკლ კერიკის პასით ტომ კლევერლიმ ბელგიელ გოლკიპერს ეფექტური ბურთი გაუტანა შორეულ კუთხეში. სტუმართა კარზე ზეწოლა ამით არ დამთავრებულა.

უეინ რუნის ჯერ ვან პერსის, მერე ევრას გადაცემებით შეეძლო გატანა, მაგრამ ორჯერვე ძალიან ცოტა დააკლდა. რუნიმ მეორე ტაიმის პირველ წუთებზე კიდევ ერთი შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა. ამჯერად მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა.

"შავმა კატებმა" პირველი მომენტი სწორედ დროის ამ მონაკვეთში შექმნეს. დავიდ დე ხეამ ჯერ კრეიგ გარდნერს აუღო საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული, ხოლო სტეფან სესინიონის დამატებულს ფეხი დაუხვედრა და კუთხურზე მოიგერია.

59-ე წუთზე რობინ ვან პერსი მარცხენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაუსწორდა იოლად და რუნის კარის ხაზიდან ორ მეტრში გადააწოდა. უკანასკნელს მხოლოდ ფეხის გაწვდენაღა დარჩენოდა. 72-ე წუთზე ფრეიზერ კემპბელმა თავურით ერთი ბურთი გაქვითა.

პირველი მოგება და უმსგავსო ფელაინი
"ქუინზ პარკმა" იმდენად კარგად ითამაშა, რომ დასაყვედრებლად საქმე არ გაუხდია. ძალიან კარგი იყო ჯიბრილ სისე. ვეტერან ფრანგს 2-3 ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ ეს დღე მისი არ იყო. სამაგიეროდ, ყველაფერი გამოსდიოდა ადელ ტაარაბტს.

მაროკოელმა ორი ეფექტური ბურთი შეაგდო. საპასუხოდ სტუმართა მხრიდან შეცვლაზე შესულმა მლადენ პეტრიჩმა გამოიჩინა თავი.

"სტოკი"-"ევერტონის" მატჩში რაიან შოუკროსმა ეფექტური ავტოგოლით გახსნა ანგარიში. რაიანმა შეცდომა მაშინ გამოასწორა, როცა მოედნის ცენტრიდან კენუაინ ჯონსს ბურთი თავზე დაასვა. 2011 წლის აგვისტოს შემდეგ ტრინინადელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგაში პირველად გაიტანა.

მარუან ფელაინიმ კუთხურის გათამაშებისას უმსგავსოდ ითამაშა. მან შოუკროსს წინასწარი განზრახვით თავი სახეში ჩაარტყა. მატჩის შემდეგ დევიდ მოიესმა თავად მოითხოვა ბელგიელის უმკაცრესად დასჯა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური

ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 აგუერო (10), 0:2 ხ. გარსია (39), 1:2 ბა (51), 1:3 ი. ტურე (78)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სიმპსონი (82. ფერგიუსონი) - ხონასი, პერჩი, ტიოტე (74. მარვო), ანიტა - ბა, სისე (80. შ. ამეობი)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კ. ტურე, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, გარსია - დ. სილვა, ნასრი (37. Kოლაროვი - 72. ჯეკო), კ. ტევესი (79. ლესკოტი) - აგუერო
გაფრთხილება: უილიამსონი, სიმპსონი, პერჩი - აგუერო, კ. ტურე
კარში დარტყმა: 16-12 (6-6) კუთხური: 12-7 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 8-17 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 49 579

VideoSportall.Ge
ნიუკასლი - სიტი 1:3


ლივერპული-ასტონ ვილა 1:3
გოლები: 0:1 ბენტეკე (29), 0:2 ვაიმანი (41), 0:3 ბენტეკე (51), 1:3 ჯერარდი (87)
ლივერპული (4-3-3): რეინა - დაუნინგი, აგერი, შკრტელი, ჯონსონი - ალენი, ლუკასი (60. ჰენდერსონი), ჯერარდი - შელვი, შელვი (46. ჯ. კოული), სტერლინგი, სუარესი
ასტონ ვილა (3-5-2): გუზანი - ჰერდი, კლარკი, ბეიკერი - ლოუტონი, ვესტვუდი, ჰოლმენი (69. დელფი), ბენანი (86. ელ აჰმადი), ლიშაი - ვაიმანი (90+1. ნზოგბია), ბენტეკე
გაფრთხილება: სუარესი - ლოუტონი, ბენტეკე
კარში დარტყმა: 20-8 (10-6) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 7-11 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 44 607

მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (16), 2:0 კლევერლი (19), 3:0 რუნი (59), 3:1 კემპბელი (72)
მანჩესტერ იუნ (4-4-1-1): დე ხეა - ევრა, სმოლინგი, ფერდინანდი (68. ვიდიჩი), ფ. ჯონსი - კლევერლი (73. გიგზი), კერიკი (46. სქოულზი), ვალენსია, იანგი - რუნი - ვან პერსი
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - კუელიარი, ოში, ბრამბლი, კოლბეკი (85. მაკფადენი) - ლარსონი, გარდნერი, ა. ჯონსონი (68. ფ. კემპბელი), მაკლინი - სესინიონი - ს. ფლეტჩერი (46. უიკჰემი)
კარში დარტყმა: 14-10 (5-7) კუთხური: 9-9 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 75 582

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - სანდერლენდი 3:1


ნორვიჩი-უიგანი 2:1
გოლები: 1:0 პიკლინგტონი (15), 1:1 მელონი (51), 2:1 ჰულაჰანი (64)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - გარიდო, ბასონგი, ტერნერი, უიტეიკერი - ბ. ჯონსონი, ტეტი, პიკლინგტონი (90. ე. ბენეტი), სნოდგრასი - ჰულაჰანი (84. ჰოუსონი) - ჰოლტი (90. მორისონი)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ბოისი, პისკუ, ფიგეროა - სტამი, მაკარტური, მაკარტი (46. დ. ჯონსი), ბოსეჟური - კონე, გომესი (46. მელონი), ბოსელი (72. დი სანტო)
გაფრთხილება: პიკლინგტონი, ბ. ჯონსონი, ბასონგი - პისკუ
კარში დარტყმა: 14-10 (8-4) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 8-4 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 677

ქუინზ პარკი-ფულჰემი 2:1
გოლები: 1:0 ტაარაბტი (52), 2:0 ტაარაბტი (68), 2:1 პეტრიჩი (88)
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ონუოჰა, ნელსენი, ჰილი, ტრაორე - რაიტ-ფილიპსი (86. ფაბიო), მბია, ფორლინი, ტაარაბტი - მაკი, სისე (90+3. ა. ფერდინანდი)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი (46. კელი), ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე - დაფი, სიდუელი, რიჩარდსონი (63. პეტრიჩი), ბერდი - ბერბატოვი, როდალიეგა (73. დეჟაგა)
გაფრთხილება: ტაარაბტი - სიდუელი, დეჟაგა
კარში დარტყმა: 15-4 (6-3) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 18 233

სტოკ სიტი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 შოუკროსი (36-ს.კ-ში), 1:1 ჯონსი (52)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, უილკინსონი - ნზონზი, ადამი (73. ჯერომი), უელანი, ეთერინგტონი (85. კაიტლი) - ჯონსი (77. კრაუჩი), უოლტერსი
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ნეისმიტი (70. ბერკლი), გიბსონი, ოსმანი, პიენაარი - ფელაინი - იელავიჩი
გაფრთხილება: ბეგოვიჩი
კარში დარტყმა: 13-4 (7-1) კუთხური: 4-8 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-14 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 008

ტოტენჰემი-სუონსი 1:0
გოლები: 1:0 ვერტონგენი (75)
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - ნაუტონი, ვერტონგენი, გალასი, უოლკერი - სანდრო, დემბელე (90+2. პარკერი), დემპსი (70. სიგურდსონი), ლენონი - დეფო, ადებაიორი (72. თაუსენდი)
სუონსი (4-4-2): ტრემელი - ტინდალი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - კი (75. მური), დაიერი (87. გრემი), ბრიტონი, დე გუზმანი (60. აგუსტინი) - მიჩუ, რუტლეჯი
გაფრთხილება: დემბელე, დეფო, ლივერმორი (სათ. სკამზე) - დაიერი, დე გუზმანი, ჩიკო
კარში დარტყმა: 18-3 (9-0) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 12-7 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 35 783

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:0
ქუინზ პარკი (4-2-3-1): მაიჰილი - პოპოვი, ოლსონი, მაკოლი, ბ. ჯონსი - მულუმბუ, მორისონი - ბრანტი, გერა (75. ლუკაკუ), ოდემვინგე - ლონგი (83. როსენბერგი)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი (81. ტომკინსი), კოლინსი, რიდი, ობრაიენი - ონილი, ნოუბლი - მ. ტეილორი, ნოლანი, ჯარვისი (76. მაიგა) - კ. კოული
გაფრთხილება: ბ. ჯონსი, მულუმბუ, ოლსონი - ობრაიენი, ნოლანი, ტომკინსი
კარში დარტყმა: 13-10 (5-3) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 14-10 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 24 186

17 დეკემბერი

რედინგი-არსენალი 00:00

ჩელსი-საუთჰემპტონი გადაიდო

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 17 14 0 3 43-24 42
2 სიტი 17 10 6 1 33-15 36
3 ჩელსი 16 8 5 3 28-17 29
4 ტოტენჰემი 17 9 2 6 30-25 29
5 ევერტონი 17 6 9 2 28-21 27
6 ვესტ ბრომვიჩი 17 8 3 6 24-21 27
7 ნორვიჩი 17 6 7 4 19-25 25
8 არსენალი 16 6 6 4 26-16 24
9 სტოკ სიტი 17 5 9 3 15-13 24
10 სუონსი 17 6 5 6 26-22 23
11 ვესტ ჰემი 17 6 5 6 21-20 23
12 ლივერპული 17 5 7 5 23-23 22
13 ფულჰემი 17 5 5 7 28-29 20
14 ასტონ ვილა 17 4 6 7 15-24 18
15 ნიუკასლი 17 4 5 8 19-26 17
16 სანდერლენდი 17 3 7 7 18-24 16
17 საუთჰემპტონი 16 4 3 9 22-32 15
18 უიგანი 17 4 3 10 18-32 15
19 ქუინზ პარკი 17 1 7 9 15-30 10
20 რედინგი 16 1 6 9 19-31 9

ბომბარდირები: 12 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 11 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 10 - ლუის სუარესი (ლივერპული), დემბა ბა (ნიუკასლი), 9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
22 დეკემბერი
უიგანი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-რედინგი, ნიუკასლი-ქუინზ პარკი, საუთჰემპტონი-სანდერლენდი, ტოტენჰემი-სტოკ სიტი, ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი, ვესტ ჰემი-ევერტონი, ლივერპული-ფულჰემი

23 დეკემბერი
სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი-ასტონ ვილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული