ყოველ შემთხვევაში მას ჯერ არსად დასცდენია, რომ ფეხბურთიდან წასვლას აპირებს. დევიდს პრემიერლიგური კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა კიდეც. მაგალითად, მასთან თანამშრომლობას "ვესტ ჰემი" და "ქუინზ პარკი" გეგმავდნენ, მაგრამ ვარსკვლავს დედაქალაქური კლუბებისგან თავი ჯერჯერობით შორს უჭირავს.
მან ჩინური კლუბების კონტრაქტების განხილვაც არ ისურვა; არადა, აზიელები ნამდვილად სარფიან პირობებს სთავაზობდნენ. ვეტერანი შობა-ახალ წელს სამშობლოში
და აი, უკანასკნელი ინფორმაციით, მას ერთ-ერთი ყატარული კლუბი იწვევს. ნამდვილად ვერ გეტყვით, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით რითი შეიძლება სჯობდეს ყატარულ ლიგაში თამაში ჩინეთის ჩემპიონატს და რითი შეიძლება მოხიბლონ მათ ისედაც შეძლებული ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტი ერთია, ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, უკანასკნელები მზად არიან, ბექჰემს 2-წლიან კონტრაქტში 20 მილიონი ფუნტი (24,5 მილიონი ევრო) გადაუხადონ.
"ყატარელები დარწმუნდნენ, თუ რა ძალა აქვს დევიდ ბექჰემს და რამდენად შეუწყო მან ხელი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის პოპულარიზაციას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დევიდი ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელსაც მათი ჩემპიონატის იმიჯის შეცვლა შეუძლია," – განუცხადა ინკოგნიტო წყარომ გაზეთ "სანს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემის ექვსი ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად