ვესლი სნეიდერი "ლივერპულს" მოუნდა

AutoSharing Option
ვესლი სნეიდერის ტრანსფერს მილანის "ინტერიდან" "გალათასარაიში" თითქოს აღარაფერი უკლდა, თუმცა 28 წლის ჰოლანდიელის კარიერა შეიძლება სულ სხვა მიმართულებით განვითარდა - ჰორიზონტზე "ლივერპული" გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სნეიდერი "ინტერიდან" მიდის, რომ მისი ტრანსფერი "გალათასარაისთან" შეთანხმდა და მხოლოდ ფეხბურთელის დასტურია საჭირო. შაბათს გავრცელდა ხმები, რომ სტამბოლელებმა ეს დასტური მიიღეს კიდევაც, თუმცა კვირას ვესლიმ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად დრო ესაჭიროება.

ამასობაში ბრენდან როჯერსის "ლივერპული" მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, მაგრამ რამდენად გაწვდება "ლივერპული" სნეიდერის ხელფასს, რომელიც საკმაოდ მაღალია (6 მილიონი
ევრო სეზონში), უცნობია.

ასევე იხილეთ:
ვესლი სნეიდერი "გალათასარაიში" გადასვლას დათანმხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული