ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ლონდონის "არსენალს" 1975 წლის შემდეგ პირველად აჯობა. შეხვედრის მეცხრე წუთზე მატჩის არბიტრმა მაიკ დინმა ედინ ჯეკოზე ფოლისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა და თანაც, კოშელნიც გააძევა.
ბოსნიელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, თუმცა მოგვიანებით ანგარიში ჯეიმს მილნერმა მაინც გახსნა.
"სიტის" სტუმრად "არსენალი" დამარცხებული დიდი ხანი არ ჰყავდა. ლონდონში თამაში ძალიან ძნელია. სამი ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევის
უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიტანე. თავისუფალ ზონაში შევიჭერი, სადაც კარლოს ტევესმა დროულად შემნიშნა. მისი პასის შემდეგ გავიფიქრე - ვითომ რატომ არ უნდა დავარტყა? საბედნიეროდ, ბურთი კარში აღმოჩნდა", - აქვეყნებს მილნერის ნათქვამს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი.
Video
არსენალი - მანჩესტერ სიტი 0:2
არსენალი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლი ლონდონელთა კარში ედინ ჯეკომ მაინც შეაგდო. იმავე მილნერის დარტყმის შემდეგ "არსენალის" მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ბურთი კარგად ვერ მოიგერია, რითაც ჯეკომ უმალ ისარგებლა და დაამატა.
"მიმაჩნია, რომ პენალტი და წითელი ბარათით ლორან კოშელნის დასჯა სავსებით გასაგები გადაწყვეტილება იყო. დასანანია, რომ თერთმეტმეტრიანიდან ვერ შევაგდე, თუმცა ამან მაიძულა, უფრო მეტი მონდომებით მეშრომა.
ის, რომ გატანა მაინც შევძელი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ოთხ თამაშში ოთხი გოლი გავიტანე და ვფიქრობ, დავიმსახურე მომდევნო მატჩში თამაში.
რა თქმა უნდა, თავად კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა", - თქვა ჯეკომ.
მომდევნო ტურში რობერტო მანჩინის შეგირდები შინ "ფულჰემს" მიიღებენ.
ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური: გამარჯვება 37 წლის შემდეგ [VIDEO]