რაფა ბენიტესი: "შესვენებაზე ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მესამე გოლი ჰაერივით საჭირო იყო" [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მატჩში "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" 2-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 2:2.

რაფაელ ბენიტესის გუნდი პირველ ტაიმში დემბა ბას და ედენ აზარის გოლებით დაწინაურდა, მაგრამ მეორეში ნაიჯელ ედკინსის გუნდმა რიკი ლამბერტისა და ჯეისონ პანჩონის გოლებით ქულა იხსნა. აღსანიშნავია, რომ ედკინსმა შეცვლები "გამოიცნო": ლამბერტმა გოლი გაიტანა, ხოლო გასტონ რამირესმა საგოლე პასი გააკეთა.

რაფაელ ბენიტესი (ჩელსი): "უფრო მკვეთრად უნდა ვითამაშოთ. ხშირად არის ხოლმე, რომ მეტოქის "ჩაკვლა" არ გვეხერხება - თითქოს გასატანი გოლები ვერ გაგვაქვს. შესვენებაზე
ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მესამე გოლი ჰაერივით საჭირო იყო. შანსებიც გვქონდა, მაგრამ გამოვიყენეთ? 2:0-ზე ისევ კომპაქტურად უნდა გვეთამაშა. მეტოქეს, შეტევის გარდა, გზა არ ჰქონდა დარჩენილი, ჩვენ კი საჭირო სივრცეებს მივიღებდით"
.

VideoSportall.Ge
ჩელსი - საუთჰემპტონი 2:2


ასევე იხილეთ:
ანდრე ვილაშ ბოაში: "ჩელსიში" ჩემთვის რომ ეცლიათ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული