დევიდ ბექჰემი ლონდონის "არსენალში" ვარჯიშობს!

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 37 წლის დევიდ ბექჰემი "არსენალში" ვარჯიშს იწყებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დევიდი აუცილებლად "მეთოფე" გახდება.

ბექჰემს "ლოს ანჯელეს გელექსისთან" კონტრაქტი დეკემბერში დაუმთავრდა და ის ამერიკიდან წამოვიდა და კლუბის ძიებაშია.

სამშაბათს დევიდი "არსენალის" ბაზაზე, "ჰერტფორდშირში" გამოჩნდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია.

ბექჰემს საჩქაროც არაფერი აქვს - ის თავისუფალი აგენტია და მასზე სატრანსფერო ფანჯრის ჩარჩოები არ ვრცელდება.

არსენ ვენგერმა თქვა: "დევიდმა დამირეკა და გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მთხოვა.
დიდი ხანია, არ უვარჯიშია და ფიზიკურად ჯანზე მოსვლა ესაჭიროება. ტრანსფერზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს"
.

Sportall.Ge



ასევე იხილეთ:
სად გადავა დევიდ ბექჰემი? ფავორიტი მოულოდნელად "მონაკო" გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული