"ქუინზ პარკი": გეგმები, ტრანსფერები და სკანდალი

AutoSharing Option
იანვრის პირველ რიცხვებში "ქუინზ პარკის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა პირველად დაადასტურა მოარული ხმები, რომ "რეინჯერების" ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა შორს არის იდეალურისგან.

და აი, შაბათს "მილტონთან" ასოციაციის თასზე სამარცხვინო წაგების (2:4) შემდეგ გასახდელში მოთამაშეებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ერთმანეთს ვეტერანები და ახალწვეულები დაუპირისპირდნენ. მხარეები ბრალდებებს ისროდნენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ და რაც მთავარია, მუშტებზე იყურებოდნენ. რომ არა მწვრთნელების იქ ყოფნა, ჯგუფური ჩხუბი გარდაუვალი იყო. რითი დამთავრდებოდა ყველაფერი, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

და ამ დროს...
ლონდონელებს მახაჩყალის "
ანჟიდან" 28 წლის კრისტოფერ სამბას შეძენა ან უარეს შემთხვევაში, იჯარით გადაყვანა სურთ. რუსული პრემიერლიგის ყველაზე შეძლებულ წარმომადგენლამდე ხუთი წლის განმავლობაში კონგოელი "ბლექბერნში" თამაშობდა. თავად რედნაპი გარიგებით დაინტერესებულია, მაგრამ ცოტა პესიმისტურად კი არის განწყობილი. აი, რას ამბობს ის:

"სამბას საკითხზე კლუბის პრეზიდენტი მუშაობს, თუმცა არ მგონია, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. ნამდვილად მომწონს ეს მცველი, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთს ის არ დატოვებს. ამ ეტაპზე ტრანსფერი არარეალურია". აფრიკელს ჩრდილოკავკასიელებთან ხელშეკრულება 2015 წელს უმთავრდება. ასე რომ, მახაჩყალელებმა წამყვან მცველთან განშორებაზე, წესით, არ უნდა იფიქრონ.

"რეინჯერები" სამბას გარდა, კიდევ ერთ უკანახაზელს ეკურკურებიან. ლაპარაკია "პორტუს" 27 წლის წევრ როლანდოზე. მან ვიტორ ფერეირას ნდობა დაკარგა და მიმდინარე სეზონში, პრაქტიკულად, არ უთამაშია. პორტუგალიელის ყიდვას იტალიური "ნაპოლიც" გეგმავს, თუმცა ინგლისელებს იტალიელებზე უფრო სარფიანი წინადადება აქვთ გამზადებული.

Sky Sports-ის ინფორმაციით, შესაძლოა, "ლოფტუს როუდზე" გააგრძელოს კარიერა "ბეშიქთაშის" 26 წლის პორტუგალიელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდეშმა. ლონდონურმა კლუბმა სტამბულელებს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი და მოლაპარაკებების დაწყება სთხოვა. ფერნანდეში 2006 წლის იანვრიდან მაისამდე "ბენფიკადან" რედნაპის "პორტსმუთში" იყო იჯარით გაშვებული.

იმავე წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ "რეინჯერების" თავკაცს კიდევ ერთ ყოფილ შეგირდთან სურს თანამშრომლობა. ლაპარაკია "სტოკ სიტის" 31 წლის ვარსკვლავ პიტერ კარუჩზე. აღსანიშნავია, რომ ისინი 3-ჯერ მუშაობდნენ ერთსა და იმავე გუნდში: "საუთჰემპტონში" (2004/2005 სეზონი), "პორტსმუთსა" (2008/2009) და "ტოტენჰემში" (2009/2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქპრ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული