უკანა ხაზის გამართული მუშაობა ერთი თემაა და ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კლდესავით იყო გადაფარებული საკუთარ კარს ჟულიო სეზარი. ბრაზილიელმა მეკარემ კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა.
"ქალაქელებს" მატჩის არბიტრმა ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმა. მოკლედ, რობერტო მანჩინის გუნდს ცოტა არ გაუმართლა კიდეც. "ქუინზ პარკი" ამ შეხვედრაში გამოეთხოვა დამსახურებულ ვეტერან რაიან ნელსენს, რომელიც კარიერას კანადურ "ტორონტოში" მოთამაშე-მწვრთნელად
თამაშის დასრულების შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა აქცენტი, ძირითადად, საკადრო პრობლემებზე გააკეთა:
"აუცილებელია შემადგენლობის გაძლიერება. ხომ ნახეთ, ჩვენს სათადარიგოთა სკამზე ორი მეკარე იჯდა, რადგან მინდვრის კიდევ ერთი მოთამაშე, უბრალოდ, აღარ გვყავდა. თანაც, გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ვისაც წასვლა უნდა. მათი ტრანსფერის შემთხვევაში სრულფასოვანი შემცვლელები დაგვჭირდება. გარკვეულ პოზიციებზე შესაბამისი კლასის ფეხბურთელები ნამდვილად გვაკლია. ვწუხვარ, რომ მყავს გუნდი, რომელსაც მსგავსი პრობლემები აწუხებს. ამაზე ფიქრის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა, ყველანი ერთად სადმე დავმსხდარიყავით საჭმელად და ტელეფონზე გველაპარაკა გაუთავებლად... იმედია, გარკვეულ ნაბიჯებს ხვალვე გადავდგამთ".
იმედგაცრუება ვერ დამალა რობერტო მანჩინიმ: "ბუნებრივია, უკმაყოფილო ვართ მსგავსი შედეგით. თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით და უამრავი მომენტიც შევქმენით, მაგრამ მეტოქე თავს უჩვეულოდ მწყობრად იცავდა. მცველები ყოველთვის ახერხებდნენ, რომ ბურთს წინ გადაღობებოდნენ. იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს ერთი ქულა კი არ მოვიპოვეთ, არამედ ორი დავკარგეთ".
კაჭკაჭებს ფრანგულმა სისხლმა არგო
საინტერესოდ წარიმართა ახალწვეულებით გადავსებული "ნიუკასლის" დაპირისპირება "ასტონ ვილასთან". "კაჭკაჭებმა" პირველ ტაიმში მეტოქეს ფეხბურთის თამაშის უფლებაც კი არ მისცეს.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა მუსა სისოკო. ეფექტური გოლი გაიტანა იოან კაბაიმ. პოლ ლამბერტმა შესვენებაზე ორი ფეხბურთელი შეცვალა და გუნდი ცოტა გამოაცოცხლა, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მოპოვებულ და რეალიზებულ პენალტზე მეტს მასპინძლები ვეღარ შესწვდნენ. "იმისთვის, რომ დღეს სამი ქულა აგვეღო, ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ არა მხოლოდ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, არამედ დირექტორატმაც. დემბა ბას წასვლის შემდეგ აშკარა იყო, რომ შემადგენლობას გაძლიერება სჭირდებოდა. მასთან განშორება სერიოზული დანაკლისი იყო, მაგრამ ახალწვეულებმა გუნდს ახალი ენერგია შემატეს," - განაცხადა პრესკონფერენციაზე ალან პარდიუმ.
მისმა კოლეგა პოლ ლამბერტმა კი წაგების ახსნა ბანალური ფრაზებით სცადა: "პირველ ტაიმში ფეხბურთის თამაშს თითქოს არც ვცდილობდით. პირველმა გოლმა გული დაგვწყვიტა, მეორეზე კი რა უნდა ვთქვა? არის დარტყმები, რომელთა აღება, უბრალოდ, შეუძლებელია. მეორეში ნახევარში მოვინდომეთ, რის გამოც ბიჭებს ვერაფერს ვუსაყვედურებ. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ, რომ თავიანთი საქმე პირველივე წუთებიდან უნდა აკეთონ".
ინგლისი. პრემიერლიგა. XXIV ტური
არსენალი-ლივერპული 2:2
გოლები: 0:1 სუარესი (5), 0:2 ჰენდერსონი (60), 1:2 ჟირუ (65), 2:2 უოლკოტი (67),
არსენალი (4-4-2): შჩესნი - გიბსი (37. ა. სანტოსი), ვერმალენი, მერტეზაკერი, სანია - რემსი, უილშირი, კასორლა, უოლკოტი - ჟირუ, პოდოლსკი
ლივერპული (4-4-1-1): რეინა - ჯონსონი, აგერი, კარაგერი, უისდომი - ჯერარდი, ჰენდერსონი, დაუნინგი, ლუკასი - სტარიჯი (71. ხ. ენრიკე), სუარესი
გაფრთხილება: კასორლა, ჟირუ, მერტეზაკერი - ჯერარდი
კარში დარტყმა: 17-10 (7-5) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 1-3 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 60 089
Video
არსენალი - ლივერპული 2:2
არსენალი - ლივერპული 2:2
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ბეინსი (29), 2:0 ბეინსი (45+1), 2:1 ლონგი (65),
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, ჰეიტინგა, იაგიელკა - ოსმანი, ნევილი, პიენაარი, მირალიაში (66. გიბსონი) - ფელაინი - ანიჩებე (84. იელავიჩი)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, პოპოვი - ტორნი (43. იაკობი), დორანსი, ბრანტი, ტომასი (77. როსენბერგი), მორისონი (62. ლონგი) - ლუკაკუ
გაფრთხილება: - იაკობი, დორანსი
კარში დარტყმა: 14-4 (8-2) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 9-14 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 31 376
ნორვიჩი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ჰულაჰანი (32), 1:1 ბეილი (80)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბანი - გარიდო, ტერნერი, ბასონგი, მარტინი - ტეტი, ჯონსონი, პიკლინგტონი, სნოდგრასი - ჰულაჰანი (81. ჰოუსონი) - ჰოლტი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - პარკერი, დემბელე, ლენონი (87. სიგურდსონი), ბეილი - დემპსი (71. ჰოლტბი), დეფო
გაფრთხილება: გარიდო, ჰოლტი, სნოდგრასი, ჰულაჰანი - ჰოლტბი
კარში დარტყმა: 8-7 (3-4) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 15-15 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 818
ფულჰემი-ვესტ ჰემი 3:1
გოლები: 1:0 ბერბატოვი (10), 1:1 ნოლანი (48), 2:1 როდალიეგა (49), 3:1 ობრაიენი (90-ს.კ-ში)
ფულჰემი (4-2-3-1): შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიტერი - სიდუელი, კარაგუნისი (66. ბერდი) - დაფი, როდალიეგა, რუისი (66. დეჟაგა) - ბერბატოვი (75. პეტრიჩი)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი (67. მ. ტეილორი), რიდი, ტომკინსი, ობრაიენი - ნოუბლი, დიამე, ჯარვისი, ჯ. კოული (76. ე. კეროლი) - ნოლანი, შამახი (56. კ. კოული)
გაფრთხილება: სიდუელი, რიტერი -
კარში დარტყმა: 13-10 (6-4) კუთხური: 2-8 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 791
იუნაიტედი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (3), 1:1 რუნი (8), 2:1 რუნი (27)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ვიდიჩი, სმოლინგი (63. ფერდინანდი), ჯონსი - ანდერსონი (68. რაფაელი), კერიკი, კაგავა (73. ნანი), უელბეკი - ვან პერსი, რუნი
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი (78. შოუ) - კორკი, შნაიდერლინი, პანჩეონი (46. ს. დევისი), როდრიგესი - რამირესი (46. ლალანა), ლამბერტი
გაფრთხილება: ვიდიჩი, რაფაელი - შნაიდერლინი
კარში დარტყმა: 2-9 (0-3) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 75 600
Video
მანჩესტერ იუნაიტედი - საუთჰემპტონი 2:1
მანჩესტერ იუნაიტედი - საუთჰემპტონი 2:1
რედინგი-ჩელსი 2:2
გოლები: 0:1 მატა (45), 0:2 ლამპარდი (66), 1:2 ლე ფონდრე (87), 2:2 ლე ფონდრე (90+4)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - ჰარტი, მარიაპა, პირსი, კელი - გატრი (58. მაკლირი), ლიგერტვუდი, კარაჯანი (77. აკპანი), მაკანუფი (66. ლე ფონდრე), კებე - პოგრებნიაკი
ჩელსი (4-2-3-1): ტერნბული - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ე. კოული - ლამპარდი, რამირესი - მატა (77. ბენაიუნი), ბერტრანი, ოსკარი - ტორესი (90+1. ბა)
გაფრთხილება: მაკანუფი - რამირესი, ასპილიკუეტა
კარში დარტყმა: 5-12 (2-4) კუთხური: 0-6 თამაშგარე: 4-5 ჯარიმა: 8-21 ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 24 097
Video
რედინგი - ჩელსი 2:2
რედინგი - ჩელსი 2:2
ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:2
გოლები: 0:1 სისე (19), 0:2 კაბაი (31), 1:2 ბენტეკე (49-პენ),
ასტონ ვილა (3-5-2): გუზანი - ბეიკერი, ვლაარი, კლარკი - ნზოგბია, ვესტვუდი, ბენანი, ჯ. ბენეტი (46. ვაიმანი), ლოუტონი - ბენტი (46. აგბონლაჰორი), ბენტეკე
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, ს. ტეილორი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაი, სისოკო (79. იანგა-მბივა), პერჩი (69. შ. ამეობი), ხონასი - გუფრანი (74. ანიტა), სისე
გაფრთხილება: ნზოგბია, ბენტეკე, ბეიკერი, ლოუტონი, აგბონლაჰორი - ხონასი, შ. ამეობი
კარში დარტყმა: 9-6 (5-3) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 14-11 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 334
ქუინზ პარკი-სიტი 0:0
ქუინზ პარკი (4-2-3-1): ჟ. სეზარი - ტრაორე, ჰილი, ნელსენი, ონუოჰა - მბია (90+1. ფორლინი), დერი - ფაბიო, გრანერო (89. პარკი), ტაარაბტი - რემი (90+1. ზამორა)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ხ. გარსია, ლესკოტი, კლიში - მილნერი (86. სინკლერი), ბერი - დ. სილვა, ნასრი (59. ჯეკო), ტევესი (73. როდუელი) - აგუერო
გაფრთხილება: მბია, გრანერო - ბერი, საბალეტა
კარში დარტყმა: 3-12 (1-5) კუთხური: 2-10 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 17 894
სტოკ სიტი-უიგანი 2:2
გოლები: 1:0 შოუკროსი (23), 2:0 კრაუჩი (48), 2:1 მაკარტური (50), 2:2 დი სანტო (61)
სტოკ სიტი (3-5-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, კემერონი, შოუკროსი - ადამი (66. ჯერომი), ნზონზი (68. უილკინსონი), უელანი, ეთერინგტონი, უაიტჰედი - კრაუჩი (86. ჯონსი), უოლტერსი
უიგანი (3-5-2): ალ ჰაბსი - გოლობარტი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტური, მაკარტი, ესპინოსა, ბოისი (45. სტამი), ბოსეჟური (86. მაკმანამანი) - მელონი, დი სანტო
გაფრთხილება: უაიტჰედი - ესპინოსა
კარში დარტყმა: 8-10 (3-6) კუთხური: 0-1 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 421
სანდერლენდი-სუონსი 0:0
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კოლბეკი, ოში, ბრამბლი, გარდნერი - ვონი, ნდიაიე (67. მაკლინი), ლარსონი, ა. ჯონსონი (84. უიკჰემი) - სესინიონი, ს. ფლეტჩერი
სუონსი (4-4-1-1): ტრემელი - ტიენდალი, უილიამსი, ჩიკო, ს. დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი (75. გრემი), დაიერი, ერნანდესი (66. ლამა) - შეხტერი (60. კი) - მიჩუ
გაფრთხილება: მაკლინი - ტიენდალი, ბრიტონი
კარში დარტყმა: 2-9 (0-3) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 35 628
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები: 18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), 13 - მიჩუ (სუონსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტურის წინ: აუტსაიდერები ფავორიტთა შორის