ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებს ახალი ფორმა ეცმება, რომლითაც ეს გუნდი პირველად "უიემბლიზე" წარდგება, ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.

ახალი ფორმა ოფიციალურად ნეიმარმა წარადგინა, რომელიც განახლებული ბრაზილიის ნაკრების სახეა.

ნაკრების მაისურა ტრადიციულად ყვითელია, მწვანე ფორმებით გაწყობილი.

"ამარელინიას ტარება ჩემი და ჩემი თანაგუნდელების დიდი პატივია. ფეხბურთი ყველაფერია ჩვენ ქვეყანაში. ახალი მაისურა ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენი ოსტატობის სრულად წარმოჩენას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ნეიმარმა.

სხვათა შორის, მაისური 96%-ით პოლისტერისგან არის დამზადებული, მეორადი პროდუქტისგან. გამოთვლილია, რომ თითოეულ მაისურზე დაახლოებით 13 გადაგდებული ბოთლი "დაიხარჯა".

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: ბრაზილიელი
ფეხბურთელები ზეწოლას მიჩვეულნი ვართ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული