პრემიერლიგა. XXV ტური: წყალი ეშმაკების წისქვილზე [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის XXV ტურის პირველი სათამაშო დღე ეფექტური გამოდგა. 8-იდან 3 თამაშის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა, რაც საკმაოდ იშვიათი სანახავია.

სენსაცია არ მომხდარა: "ქუინზ პარკმა" ტრადიციული ფრე ითამაშა, "ასტონ ვილამ" ასევე არ დაარღვია "წესი" და მოპოვებული უპირატესობა გაანიავა, ხოლო "ჩელსიმ" ცუდად ითამაშა. უჩვეულო იყო მხოლოდ ის, რომ ენდი კეროლმა გაიტანა.

განიავებული შანსი
"რეინჯერების" უიღბლობას საზღვარი არ აქვს. თამაშის დაწყებამდე გაირკვა, რომ ლოიკ რემიმ ტრავმა მიიღო. როდის დაბრუნდება 25 წლის ფრანგი, ჯერჯერობით უცნობია.

პირველ ტაიმში მცირე სათამაშო უპირატესობას მასპინძელი ფლობდა, თუმცა უშანსოდ
არც "იადონები" ყოფილან. თუნდაც უესლი ჰულაჰანის მომენტი რად ღირს, ვისაც ჟულიო სეზარმა 2-3 მეტრიდან დარტყმული აუღო.

რემის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ჯეიმი მაკიმ 56-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ადელ ტაარაბტმა ცუდად დაარტყა და მარკ ბენს საკუთარი შეცდომის გამოსყიდვის შანსი მისცა.

3 ქულის მოპოვება შეეძლოთ თავანთი გუნდისთვის კრისტოფერ სამბასა და ანდროს თაუსენდს, თუმცა პირველის თავურს სტუმართა მცველი გადაეღობა, მეორეს კი მეკარემ აუღო ეფექტურ ნახტომში.

დებიუტანტის დუბლით
კარგი საყურებელი გამოდგა დაპირისპირება "ნიუკასლსა" და "ჩელსის" შორის. თანდათან ვრწმუნდებით, რომ ალან პარდიუმ იანვრის ტრანსფერებისას კარგად იმუშავა.

უნდა გამოვყოთ ექსტულუზელი მუსა სისოკო, ვინც წინა ტურში საგოლე პასი გააკეთა, ამჯერად კი სულაც დუბლი შეასრულა.

VideoSportall.Ge
ნიუკასლი - ჩელსი 3:2


"ჩელსის" ვერაფერმა უშველა, ვერც 3-თვიანი პაუზის შემდეგ ძირითადში ჯონ ტერის გამოჩენამ და ვერც პეტრ ჩეხის გამოჯანმრთელებამ.

თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, "ნიუკასლი" ულაპარაკოდ იმსახურებდა 3 ქულას. ანგარიშის გახსნა "ჩელსის" რამდენჯერმე შეეძლო. ყოფილ თანაგუნდელ დემბა ბას ტიმ კრულმა ძლიერი დარტყმა აუღო. სენეგალელმა დამატებაზეც სცადა ბედი, მაგრამ ფაბრისიო კოლოჩინის ფეხი სახეში მოხვდა და ზუსტად ვეღარ დაარტყა.

ჰოვარდ ვებს ამ ეპიზოდში პენალტი ნამდვილად უნდა დაენიშნა.

"კაჭკაჭები" ჩეხს ხშირად აწუხებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ხონას გუტიერესმა დავიდე სანტონის პასით ბურთი ბადეში გაახვია. მეორე ტაიმში ფრენკ ლამპარდმა და ხუან მატამ ულამაზესი გოლებით სტუმრები წინ გაიყვანეს, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშე სისოკომ მათი მონდომება წყალს გაატანა.

ფრანგმა პირველად ჩეხის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მეკარე საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დააშამათა.

გერმანელი პრინცი
არსენ ვენგერმა
ცოტა გაგვაოცა, როცა ძირითადს მიღმა დატოვა გუნდის ლიდერები ლუკას პოდოლსკი და სანტი კასორლა. მეორე ნახევარში, როცა მასპინძელს შეტევაში სიმწვავე მოაკლდა, ის იძულებული გახდა, გერმანელი და ესპანელი შეცვლაზე შეეშვა.

ამან შედეგი ზუსტად 10 წუთში გამოიღო. პოლდიმ საჯარიმო ჯეფ კემერონის რიკოშეტის წყალობით გაიტანა.

VideoSportall.Ge
არსენალი - სტოკი 1:0


თავის გამოჩენა შეეძლო სანტისაც, მაგრამ ახლო მანძილიდან ხარიხას გადააცილა. ისე, "მეთოფეებს" პირველ ტაიმშივე შეეძლოთ, თამაშის ბედი გადაეწყვიტათ, თუმცა საოცრებებს სჩადიოდა ასმირ ბეგოვიჩი. ბოსნიელმა მინიმუმ 3 "მკვდარი" ბურთი აუღო თეო უოლკოტს, ოლივიე ჟირუსა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს.

ტონი პულისმა
შეტევის გასაძლიერებლად კენუაინ ჯონსი და მაიკლ ოუენი შემოიყვანა, მაგრამ მათ გუნდს ვერაფერი არგეს.

ბოლო წუთებზე ინციდენტი მოხდა ოუენსა და მიკელ არტეტას შორის. ვეტერანმა ესპანელს მუშტიც კი მოუქნია, თუმცა ჯეკ უილშირმა თანამემამულე სიტუაციას ძლიერი ხელის კვრით გაარიდა.

ამ საქციელისთვის მაიკლი საფეხბურთო ასოციაციისგან სასჯელს ნამდვილად ვერ ასცდება. წესით, მის გზას უილშირიც უნდა გაუყენონ.

ინგლისშიც ხდება
"ფულჰემს" "მანჩესტერ იუნაიტედი" ესტუმრა. ეს გუნდები ერთმანეთს ასოციაციის თასზე ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. "ეშმაკებმა" მაშინ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ამჯერად ალექს ფერგიუსონის გუნდს გაუჭირდა თამაშის კონტროლი. შეხვედრა ფრედ რომ დასრულებულიყო, ან სულაც მასპინძლებს მოეგოთ, მოულოდნელობას ამას ვერავინ დაარქმევდა.

VideoSportall.Ge
ფულჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1


"ფულჰემს" კონტრშეტევებზე გატანის შანსი არაერთხელ მიეცა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა შეეძლოთ იონ არნე რიისესა (ნორვეგიელმა პრემიერლიგაში უკანასკნელად 2006 წლის სექტემბერში "ტოტენჰემს" გაუტანა) და ბრაიან რუისს.

მომენტები "იუნაიტედსაც" ჰქონდა. სტუმარს დებიუტშივე ერთ შეტევაში სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ჯერ მარკ შვარცერის, მერე კი მცველებისა და ხარიხის წყალობით, ბადე არ შერხეულა.

"ფულჰემი" მეორე ტაიმშიც უკეთ გამოიყურებოდა. მარტო ბრაიან რუისს 2 მომენტი ჰქონდა. თავურით შეეძლო კარის აღება ფილიპ სენდეროსსაც.

ყველაფერი საბოლოოდ მაინც "იუნაიტედის" სცენარით დასრულდა. ჯონი ევანსის გრძელი პასი უეინ რუნიმ ჩაიგდო ხელთ, შევიდა საჯარიმოში და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში დაურტყა.

სულ ბოლოს იმას გეტყვით, რომ მატჩის 43-ე წუთზე სტადიონზე განათება ჩაქრა, თუმცა შეფერხება მალევე აღმოიფხვრა.

VideoSportall.Ge
ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩში სტადიონზე შუქი ჩაქრა


"ასტონ ვილამ" მორიგი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონშიპისკენ. ბირმინგემელებმა ბოლო ერთ თვეში მესამედ ვერ მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.

ასე მოხდა 1 იანვარს "სუონსისთან", როცა დენი გრემმა 90-ე წუთზე გაათანაბრა და "ვესტ ბრომვიჩთან" 19-ში. "ჰოუტორნსზე", 2 თებერვლის მატჩის მსგავსად, ისინი ორი ბურთით იგებდნენ.

ამჯერად "ვილა" უკანასკნელ წამებზე მარუან ფელაინიმ დასცა მუხლებზე. ფაქტია, რომ "ვილას" სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ლამაზი დასასრული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს პრემიერლიგის არც ერთი სხვა კლუბი არ ეჯავრებათ უფრო მეტად, ვიდრე "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი". 3 თებერვალს "ეტიჰადზე" სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჩემპიონატის ლიდერის ფანები ნამდვილად სტუმართა მხარეს იქნებოდნენ, რადგან მათ ამ ეტაპზე პირდაპირ კონკურენტად არ განიხილავენ.

"წითლები" ახლოს იყვნენ პრემიერლიგის საჩემპიონო მარათონის დასრულებულად გამოცხადებასთან, მაგრამ პეპე რეინას შეცდომის გამო აქტივში მხოლოდ ქულა ჩაიწერეს.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 2:2


ასეთი თამაშით მოქმედ ჩემპიონს რეგალიებთან გამოთხოვება მალე მოუწევს.

პრემიერლიგა. XXV ტური
ქუინზ პარკი-ნორვიჩი 0:0
ქუინზ პარკი (4-2-3-1): ჟ. სეზარი - ტრაორე, ჰილი, სამბა, ფაბიო (74. ბენ-ჰაიმი) - მბია (68. ჯენასი), დერი - თაუსენდი, ტაარაბტი, რაიტ-ფილიპსი (54. ზამორა) - მაკი
ნორვიჩი (4-2-3-1): ბენი - მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ტეტი, ბ. ჯონსონი - სნოდგრასი, ჰულაჰანი (87. ბეკიო), პიკლინგტონი (24. ე. ბენეტი) - ჰოლტი
გაფრთხილება: მბია, ჰილი - გარიდო, ბენი, ტეტი, ტერნერი, ბასონგი
კარში დარტყმა: 10-11 (4-8) კუთხური: 10-8 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 7-20 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 17 543

არსენალი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 პოდოლსკი (78)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - მონრეალი, კოშელნი, მერტეზაკერი, სანია - არტეტა, დიაბი (68. კასორლა) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68. პოდოლსკი), უილშირი, უოლკოტი (90. რემსი) - ჟირუ
სტოკი (4-5-1): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, ჰუთი, უილკინსონი - უელანი, ნზონი, კემერონი (84. ოუენი), უოლტერსი (84. ჯერომი), ეთერინგტონი - კრაუჩი (83. კ. ჯონსი)
გაფრთხილება: - უელანი, უოტსონი, შოუკროსი
კარში დარტყმა: 12-5 (4-1) კუთხური: 11-1 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 3-13 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 59 872

ევერტონი-ასტონ ვილა 3:3
გოლები: 0:1 ბენტეკე (2), 1:1 ანიჩებე (21), 1:2 აგბონლაჰორი (24), 1:3 ბენტეკე (61), 2:3 ფელაინი (69), 3:3 ფელაინი (90)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, ჰეიტინგა (65. ოვიედო), იაგიელკა - ოსმანი, გიბსონი (90. ნეისმიტი), პიენაარი, მირალიაში (65. იელავიჩი) - ფელაინი - ანიჩებე
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, ჯ. ბენეტი - ელ აჰმადი (82. ჰოლმენი), აგბონლაჰორი (90. ბეიკერი), ვესტვუდი, ნზოგბია (79. სილა) - ვაიმანი, ბენტეკე
გაფრთხილება: ოსმანი - ბენტეკე, ლოუტონი, აგბონლაჰორი, სილა
კარში დარტყმა: 16-4 (9-3) კუთხური: 15-2 თამაშგარე: 5-5 ჯარიმა: 4-21 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 38 121

ნიუკასლი-ჩელსი 3:2
გოლები: 1:0 ხონასი (41), 1:1 ლამპარდი (55), 1:2 მატა (61), 2:2 სისოკო (68), 3:2 სისოკო (90)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - სანტონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი - დებუში - პერჩი, სისოკო (90+1. იანგა-მბივა) - ხონასი, კაბაი, გუფრანი (84. მარვო) - სისე
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ლამპარდი - ოსკარი, მატა, ბერტრანი - ბა (42. ტორესი)
გაფრთხილება: პერჩი, სისე - რამირესი, ე. კოული, მატა
კარში დარტყმა: 17-12 (11-5) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 12-4 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 52 314

რედინგი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 კებე (7), 1:1 გარდნერი (29-პენ), 2:1 კებე (85)
რედინგი (4-1-4-1): ფედერიჩი - ჰარტი, მარიაპა, პირსი - კებე - მაკანუფი, მაკლირი (65. ლე ფონდრე), ლიგერტვუდი, აკპანი - პოგრებნიაკი (73. ბლექმენი)
სანდერლენდი (4-1-4-1): მინიოლე - ნდიაიე, ბრამბლი, ოში, კოლბეკი - ლარსონი (46. როუზი) - ვონი (62. მაკლინი), ა. ჯონსონი, გარდნერი, სესინიონი (80. გრემი) - ფლეტჩერი
გაფრთხილება: მაკანუფი - გარდნერი, ბრამბლი, სესინიონი
კარში დარტყმა: 9-10 (4-6) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 23 829

ვესტ ჰემი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 კეროლი (77)
ვესტ ჰემი (4-5-1): იასკელაინენი - მ. ტეილორი, რიდი, ტომკინსი, ობრაიენი - დიამე (86. ონილი), ნოლანი (90+1. პოგატეტცი), ნოუბლი, ჯარვისი (62. ჯ. კოული), ვას ტე - კეროლი
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - კი, ბრიტონი (57. მური) - ერნენდესი, დე გუზმანი, რუტლეჯი (76. დაიერი) - მიჩუ
გაფრთხილება: ვას ტე - ჩიკო
კარში დარტყმა: 14-7 (7-3) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 7-10 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 34 962

უიგანი-საუთჰემპტონი 2:2
გოლები: 1:0 კოლდუელი (25), 1:1 ლამბერტი (64), 1:2 შნაიდერლინი (85), 2:2 მელონი (90)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი, შარნერი - მაკარტური, მაკარტი (90+2. ენრიკესი), სტამი (56. გომესი), ბოსეჟური - ესპინოსა (75. მაკმანამანი), მელონი, დი სანტო
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - კლაინი (60. ლალანა), იოშიდა, ჰოიველდი, შოუ - კორკი, პანჩეონი (81. ვორდ-პრაუსი), შნაიდერლინი, რამირესი (46. ს. დევისი) - როდრიგესი, ლამბერტი
გაფრთხილება: - როდრიგესი, კორკი
კარში დარტყმა: 5-11 (3-2) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 7-18 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 18 598

ფულჰემი-იუნაიტედი 0:1
გოლები: 0:1 რუნი (79)
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი (46. ჰიუზი), სენდეროსი, რიტერი - ბერდი, კარაგუნისი (68. ემანუელსონი), დაფი, დეჟაგა (82. პეტრიჩი) - რუისი - როდალიეგა
იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კლევერლი (65. გიგზი), კერიკი, ვალენსია (66. ერნანდესი), ნანი (84. უელბეკი) - რუნი - ვან პერსი
გაფრთხილება: ბერდი - რუნი
კარში დარტყმა: 10-13 (5-10) კუთხური: 5-8 თამაშგარე: 1-7 ჯარიმა: 12-15 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 25 670

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 ბეილი (67)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - პოპოვი, ოლსონი, მაკოლი, რიდი - იაკობი (82. ფორჩუნი), მორისონი, ბრანტი, დორანსი (81. როსენბერგი) - ლუკაკუ (52. რიჯუელი), ლონგი
ტოტენჰემი (4-2-1-1): ლორისი - უოლკერი (78. გალასი), დოუსონი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო - პარკერი, დემბელე - ლენონი (86. სიგურდსონი), ბეილი, დემპსი - დეფო (39. ჰოლტბი)
გაფრთხილება: ოლსონი, დორანსი -
გაძევება: პოპოვი (48) -
კარში დარტყმა: 4-14 (3-6) კუთხური: 2-17 თამაშგარე: 5-1 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 24 978

სიტი-ლივერპული 2:2
გოლები: 1:0 ჯეკო (23), 1:1 სტარიჯი (29), 1:2 ჯერარდი (73), 2:2 აგუერო (78)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ნასტასიჩი (56. კოლაროვი), ლესკოტი, კლიში - გარსია, ბერი (88. ნასრი) - მილნერი, სილვა (74. მაიკონი), აგუერო - ჯეკო
ლივერპული (4-4-2): რეინა - ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე (75. შკრტელი) - ლუკასი, ჯერარდი, დაინინგი, ჰენდერსონი - სუარესი, სტარიჯი (90. ალენი)
გაფრთხილება: ჯეკო, გარსია - ჰენდერსონი, სტარიჯი, კარაგერი, ჯერარდი
კარში დარტყმა: 8-10 (3-4) კუთხური: 9-10 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 17-9 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 47 301

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

მომდევნო ტური
9 თებერვალი
ტოტენჰემი-ნიუკასლი, ჩელსი-უიგანი, ნორვიჩი-ფულჰემი, სტოკი-რედინგი, სანდერლენდი-არსენალი, სუონსი-ქუინზ პარკი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი

10 თებერვალი
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი,

11 თებერვალი
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: დამსახურებული ვეტერანები "გუდისონ პარკზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული