ჯეიმი კარაგერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა და "წითლების" ფანების საყვარელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

35 წლის კარაგერი 12 წლის ასაკიდან "ლივერპულშია", ამ კლუბის აღზრდილია და სხვა კლუბის მაისურა ცხოვრებაში არ მოურგია. მან კარიერაში 700-ზე მეტი მატჩი ითამაშა "ლივერპულში".

ეროვნულ ნაკრებში ჯეიმი კარაგერს სულ 38 მატჩი დაუგროვდა.

"სეზონის ბოლოს მივდივარ. ამ განცხადებას ახლა იმიტომ ვაკეთებ, რომ მწვრთნელებმა და ხელმძღვანელებმა იცოდნენ სიტუაცია. ჩემი გადაწყვეტილება მყარია და არ შეიცვლება", - განაცხადა "ლივერპულის" კაპიტანმა.

ასევე იხილეთ:
ჯეიმი კარაგერი: ინგლისის ნაკრებს სტივენ ჯერარდმა უნდა
უკაპიტნოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული