ლიგის თასი: ყველაზე დიდი გამარჯვება კარიერაში

AutoSharing Option
კვირას, საღამოს, მიკაელ ლაუდრუპის "სუონსი" ლიგის თასის ფინალში ქვედალიგელ "ბრედფორდს" შეხვდა და 5:0 გაანადგურა. "გედების" რიგებში, როგორც ყოველთვის, ჯონათან დე გუზმანი (დუბლი), ნათან დაიერი (დუბლი) და მიგელ მიჩუ (ერთი გოლი) გამოირჩეოდნენ. აი, რა თქვა 48 წლის სპეციალისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:

- ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. დიდ კლუბებში შესაძლოა ამაზე ბევრად მეტს მიაღწიო, მაგრამ "სუონსის" გამარჯვებას განსაკუთრებულად ფასეულს ხდის ის, რომ პატარა კლუბები ფინალებამდე ბევრად უფრო ძნელად მიდიან. როგორც ფეხბურთელს, გამიმართლა და სხვადასხვა ქვეყანაში დიდ კლუბებში ვთამაშობდი.
"სუონსი" მათთან შედარებით ნამდვილად მოკრძალებული ორგანიზაცია
ა და ასეთ კლუბთან ერთად ტრიუმფის განცდა ფანტასტიკურია. ლიგის თასის ეს გათამაშება გულშემატკივარს კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება "ბრედფორდისა" და "სუონსის" გმირობების წყალობით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. ცოტა უცნაურიც კი იყო, როცა ფინალში ფავორიტები ვიყავით. ჩემმა ფეხბურთელებმა საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულებმა ითამაშეს.

ფეხბურთელებსა და მთელ სუონსის პირველმა, ოფიციალურ პირთაგან, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა როზმარი ბატლერმა მიულოცა: "ეს წარმატება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ცნობა ფეხბურთის სამყაროდან. მთელი უელსური სპორტისთვის ეს ისტორიული დღეა, რომლითაც ის იცხოვრებს წლების მერეც. როგორც კლუბის, ისე გულშემატკივართა სიხარულს სრულად ვიზიარებ".

სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "უემბლის" თამაშს ესწრებოდა 94 წლის ლოუენ ჯონსი, ადამიანი, ვინც "სუონსის" ყველაზე ხანდაზმულ გულშემატკივრად მიიჩნევა. ის უკვე 85 წელია, "გედების" ერთგულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის თასის ფინალი: "გედების" პირველი სიმღერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული