მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა მხოლოდ საუთჰემპტონში. "წმინდანები" შინ "რეინჯერებთან" დამარცხდნენ.
დანარჩენ შეხვედრებში ფავორიტებმა იმარჯვეს. აი, კრიზისში ჩაფლული "სტოკ სიტის" მარცხი კი უკვე აღარ გვიკვირს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უქმეებზე პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში ერთბაშად ოთხი ჰეთთრიკი შესრულდა, რაც იშვიათი მოვლენაა. თავი გამოიჩინეს შინჯი კაგავამ (მანჩესტერ იუნაიტედი) - "ნორვიჩთან", ლუის სუარესმა (ლივერპული) - "უიგანთან", დუაიტ გეილმა (პიტერბორო) - "ბლექბერნთან" და ლეონარდო
სამურაის დღე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიჯრით მე-5 თამაში მოიგო, აქედან მე-4 მშრალი ანგარიშით. "ეშმაკებმა" "ნორვიჩთან" განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიპოვეს 3 ქულა და პირველ წრეში "კეროუ როუდზე" მოულოდნელი მარცხისთვის (1:0) სრულფასოვანი რევანში აიღეს.
მართალია, "იადონებს" ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ისეთი, რომლის გამოუყენებლობა არ შეიძლებოდა. 1:0-ზე გრანტ ჰოლტმა რასელ მარტინს თავით დაუგდო ბურთი. შოტლანდიელმა მცველმა მოახერხა და 3 მეტრიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.
მასპინძლებს მე-17 წუთზევე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როცა უეინ რუნისთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ რობინ ვან პერსი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ჰოლანდიელმა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და კინაღამ მარკ ბენის ჯანმრთელობა შეიწირა.
ვან პერსის პასით ანგარიში 45-ე წუთზე შინჯი კაგავამ გახსნა. მეორე ტაიმში იაპონელს უკვე რუნი ამოუდგა მხარში და ორჯერ გაატანინა. "სამურაიმ" ერთი მეორეზე უფრო ეფექტური ბურთები შეაგდო.
90-ე წუთზე შეხვედრას წერტილი საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით რუნიმ დაუსვა.
Video
მანჩესტერ იუნაიტედი - ნორვიჩი 4:0
მანჩესტერ იუნაიტედი - ნორვიჩი 4:0
ურთულესი გამარჯვება
ვერ ვიტყვით, რომ "ჩელსის" "ვესტ ბრომვიჩთან" მოგება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 3 ქულის ასაღებად მასპინძლებს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდათ.
მიზნისთვის ბრძოლას ორი გარემოება განსაკუთრებულად ართულებდა. უპირველესად გულშემატკივრებსა და რაფა ბენიტესს შორის არსებული დაძაბულობა. "სტემფორდ ბრიჯის" ტრიბუნებზე ესპანელი მწვრთნელის საწინააღმდეგო ბანერები კიდევ ერთხელ გადმოიფინა და... სტივ კლარკი. სტუმართა დამრიგებელი "ჩელსის" საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და მისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლებელი იყო.
"ლურჯებმა" ბენ ფოსტერის კარში ერთადერთი ბურთი გაიტანეს. არადა, მარტო ოსკარს ოთხჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. საჯარიმოდან ანგარიშის გახსნა შეეძლო დავიდ ლუისსაც. მეკარე ყოველ ჯერზე დამაჯერებლად თამაშობდა.
სტუმრები, თავის მხრივ, სტანდარტული სიტუაციებიდან ახერხებდნენ პეტრ ჩეხის შეწუხებას. ვეტერანმა კარის დარაჯმა უინსტონ რიდსა და პიტერ ოდემვინგეს ორი სახიფათო საჯარიმო აუღო. ამას გარდა, "ვესტ ბრომვიჩის" არსენალში კუთხურებიც იყო.
ბოლო წამებზე თანაგუნდელების დასახმარებლად წინ წავიდა ფოსტერიც, ვინც ბურთისთვის ბრძოლაში ორჯერ ჩაერთო, მაგრამ ამაოდ.
ერთადერთი გოლი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ლუისის გადაცემით დემბა ბამ გაიტანა.
Video
ჩელსი - ვესტ ბრომვიჩი 1:0
ჩელსი - ვესტ ბრომვიჩი 1:0
"სუონსის" მეორე ფრონტი
"ევერტონს" "რედინგთან" მაქსიმალური მობილიზაცია დასჭირდა. "არისტოკრატების" ბომბარდირ ადამ ლე ფონდრეს ანგარიშის გახსნა მე-18 წუთზე შეეძლო, მაგრამ მისი გასროლა ძელს მოხვდა.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაგდო მარუან ფელაინიმ, სტივენ პიენაარმა კი ბურთი ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და სტივენ ტეილორს შორეულ, მაღალ კუთხეში დაურტყა. სამხრეთაფრიკელმა მეორე ტაიმში კევინ მირალიაშსაც გაატანინა.
სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი ჰალ რობსონ-კანუმ გაიტანა.
"სენტ მერიზე" "საუთჰემპტონი" და "ქუინზ პარკი" ბევრს სცოდავდნენ, განსაკუთრებით პასებში. შეცდომებს უშვებდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, ვისგანაც ამას მიჩვეულნი არ ვართ. მაგალითად, ჟულიო სეზარს ბურთი ორჯერ გაუვარდა ხელიდან. პირველით ჯეი როდრიგესმა ისარგებლა, მეორედ კი საჯარიმოში უბრალოდ არავინ იყო.
ანგარიში ახლად გამოჯანმრთელებულმა ლოიკ რემიმ გახსნა. გაიტანა ძირითადში პირველად გამწესებულმა ჯეი ბოთროიდმაც. ჰარი რედნაპმა ვეტერანი ტრავმირებული ბობი ზამორას ნაცვლად ათამაშა.
"სუონსიმ" ლიგის თასის მოგების შემდეგ ძალები იოლად აღიდგინა და "ნიუკასლს" ფიზიკური მომზადებით აჯობა. საკმარისი იყო, "გედების" ფეხმარდ გარემარბებს "სისწრაფეები ჩაერთოთ", რომ "კაჭკაჭები" უხეშობაზე გადადიოდნენ.
ტაინსაიდელებმა სტარტზე სცადეს უპირატესობის ხელში ჩაგდება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე ლუკ მურმა გაიტანა. მას ბურთი ცენტრალურმა მცველებმა ჩააბარეს. თავდამსხმელმა ერთი მოძრაობით მოატყუა მეკარეც და კიდევ ერთი უკანახაზელიც, ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლის გატანა კი აღარ გასჭირვებია.
ეს უკვე "ლივერპულია"
ბრენდან როჯერსის გუნდის პროგრესი აშკარაა: "ლივერპულმა" ბოლო 2 შეხვედრაში მეტოქეებს 9 ბურთი გაუტანა და საკუთარ კარში ერთიც არ მიუღია. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მერსისაიდელები უკვე ახერხებენ კლასით დაბლა მდგომ მეტოქესთან საკუთარი უპირატესობის გამოყენებას.
ასე იყო ამჯერადაც. საუკეთესოები მოედანზე ფელიპე კოუტინიო და ლუის სუარესი იყვნენ. ბრაზილიელმა 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ურუგვაელი კი პირველი ფეხბურთელი გახდა მიმდინარე სეზონში, ვინც მეორე ჰეთთრიკი შეასრულა ჩემპიონატში.
თამაშის ბედი პირველი ტაიმის 34-ე წუთზე უკვე გადაწყვეტილი იყო. ამ დროისთვის სტუმართა უპირატესობა უკვე სამ ბურთს აღწევდა.
მეორე ნახევარში "წითლებმა" თამაშის რიტმს უკლეს და მონაგარს ერთი გოლიღა დაამატეს.
Video
უიგანი - ლივერპული 0:4
უიგანი - ლივერპული 0:4
ნაღდი ფეხბურთის ღამე
ჩრდილო ლონდონში ნაღდი ინგლისური სანახაობა გაიმართა, რომელშიც ობიექტურად უძლიერესმა გუნდმა იმარჯვა. "დეზებმა" მეტოქე პირველ ტაიმში 3 წუთის ინტერვალით 2-ჯერ დააშამათეს.
ვოიცეხ შჩესნისთან ჯერ გარეთ ბეილი დარჩა პირისპირ, მერე აარონ ლენონი და რა გასაკვირია, რომ მომენტი ორივემ გამოიყენა. "მეთოფეთა" ცენტრალური დაცვა ორჯერვე უხეშად შეცდა. პერ მერტეზაკერმა მეორე ტაიმის დასაწყისში თავურით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.
საფინალო სასტვენამდე სტუმრებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ... "ტოტენჰემს" კონტრშეტევებზე თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ვერც მან ივარგა.
Video
ტოტენჰემი - არსენალი 2:1
ტოტენჰემი - არსენალი 2:1
პრემიერლიგა. XXVIII ტური
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ბა (28)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ლუისი, ივანოვიჩი, ე. კოული - ლამპარდი, რამირესი - აზარი (80. მოზესი), ოსკარი, მატა (90+3. მიკელი) - ბა (87. ტორესი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიდი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, იაკობი (82. როსენბერგი) - მორისონი, ფორჩუნი (62. ოდემვინგე), დორანსი (71. ტომასი) - ლონგი
გაფრთხილება: აზარი - მაკაული, ოდემვინგე
კარში დარტყმა: 15-7 (9-4) კუთხური: 9-7 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-16 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 548
ევერტონი-რედინგი 3:1
გოლები: 1:0 ფელაინი (42), 2:0 პიენაარი (59), 3:0 მირალიაში (66), 3:1 რობსონ-კანუ (84)
ევერტონი (4-4-1-1): მუხა - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა (4. ჰეიტინგა), ბეინსი - ოსმანი (73. ანიჩებე), გიბსონი, პიენაარი (80. ჰიტცლშპერგერი), მირალიაში - ფელაინი - იელავიჩი
რედინგი (4-4-2): ს. ტეილორი - კელი, მარიაპა, პირსი, ჰარტი - ლიგერტვუდი, აკპანი, კებე (18. რობსონ-კანუ), მაკანუფი - ლე ფონდრე, ჰანტა (73. ბლექმენი)
გაფრთხილება: კოულმენი - ლე ფონდრე
კარში დარტყმა: 7-5 (5-1) კუთხური: 9-10 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 1-3 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 35 244
იუნაიტედი-ნორვიჩი 4:0
გოლები: 1:0 კაგავა (45), 2:0 კაგავა (76), 3:0 კაგავა (87), 4:0 რუნი (90)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა - კერიკი, ანდერსონი (74. კლევერლი), კაგავა, ვალენსია - ვან პერსი (66. უელბეკი), რუნი
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, სნოდგრასი (73. ე. ბენეტი), პიკლინგტონი - ჰულაჰანი (72. კამარა) - ჰოლტი (90. ბეკიო)
გაფრთხილება: სნოდგრასი, გარიდო, ბ. ჯონსონი, ტერნერი
კარში დარტყმა: 10-0 (6-0) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 3-14 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 75 586
საუთჰემპ.-ქუინზ პარკი 1:2
გოლები: 0:1 რემი (14), 1:1 რამირესი (45), 1:2 ბოთროიდი (77)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ფოქსი (57. შოუ) - კორკი, შნაიდერლინი - რამირესი (75. ვორდ-პრაუსი), პანჩეონი, ლალანა (43. ჯ. როდრიგესი) - ლამბერტი
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი (74. გრინი) - ბოსინგვა, სამბა, ჰილი, ა. ტრაორე - მბია, გრანერო (53. ჯენასი), პარკი, ჰოილეტი - რემი, ბოთროიდი (90. ფაბიო)
გაფრთხილება: ფონტე - ბოთროიდი, მბია, ა. ტრაორე
კარში დარტყმა: 14-5 (7-3) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 7-16 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 31 728
სტოკ სიტი-ვესტ ჰემი 0:1
გოლი: 0:1 კოლისონი (45)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, უილსონი, შოუკროსი, უილკინსონი - ნზონზი, უელანი (76. ადამი), კაიტლი (67. ში), უოლტერსი (73. კ. ჯონსი) - ჯერომი, კრაუჩი
ვესტ ჰემი (4-5-1): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი - დიამე, ონილი, მ. ტეილორი (10. კოლისონი), ჯარვისი (83. პოგატეცი), ჯ. კოული (11. ვას ტე) - კეროლი
გაფრთხილება: ნზონზი - კოლინსი, კეროლი
კარში დარტყმა: 3-5 (1-2) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 2-1 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 22 690
სანდერლენდი-ფულჰემი 2:2
გოლები: 0:1 ბერბატოვი (16-პენ), 0:2 რიტერი (35), 1:2 კ. გარდნერი (37-პენ), 2:2 სესინიონი (70)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - გარდნერი, ბრამბლი, ოში, კოლბეკი - ლარსონი, ნდიაიე, ა. ჯონსონი, სესინიონი - გრემი (76. მაკლინი), ფლეტჩერი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიისე, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიტერი - სიდუელი, კარაგუნისი (65. ფრიმპონგი), დაფი (80. ემანუელსონი), დეჟაგა (86. როდალიეგა) - რუისი, ბერბატოვი
გაფრთხილება: ნდიაიე - ჰანგელანდი, სიდუელი, რიტერი
კარში დარტყმა: 7-6 (3-3) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 1-1 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 39 312
სუონსი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 მური (85)
სუონსი (4-4-1-1): ვორმი - რანხელი, მონსკი, უილიამსი, ბ. დევისი - დე გუზმანი, ბრიტონი (76. მური), ერნანდესი (87. ტიენდალი), დაიერი (60. კი) - რუტლეჯი - მიჩუ
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - დებუში, რ. ტეილორი, იანგა-მბივა, სანტონი - კაბაი, ტიოტე (90. შ. ამეობი), ხონასი (90. მარვო), გუფრანი - სოსოკო - სისე
გაფრთხილება: ტიოტე, კაბაი
კარში დარტყმა: 9-15 (4-6) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 9-18 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 20 405
უიგანი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 დაუნინგი (2), 0:2 სუარესი (18), 0:3 სუარესი (34), 0:4 სუარესი (49)
უიგანი (3-4-1-2): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი (52. ესპინოსა), შარნერი - მაკარტი, მაკარტური, ბოისი, ბოსეჟური (61. მაკმანამანი) - მელონი - დი სანტო (52. ალკარასი), კონე
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, კარაგერი, ხ. ენრიკე - ალენი, ლუკასი, ჯერარდი - დაუნინგი, კოუტინიო (71. ჰენდერსონი), სუარესი
გაფრთხილება: კოლდუელი, მაკარტური - ალენი, ლუკასი
კარში დარტყმა: 11-7 (6-6) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 11-15 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 20 804
ტოტენჰემი-არსენალი 2:1
გოლები: 1:0 ბეილი (37), 2:0 ლენონი (39), 2:1 მერტეზაკერი (51)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - პარკერი, დემბელე (88. ჯ. ლივერმორი) - სიგურდსონი, ბეილი, ლენონი (90+6 გალასი) - ადებაიორი (67. დეფო)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი (60. როსიცკი), მერტეზაკერი, ვერმალენი, მონრეალი - რემსი, არტეტა (77. პოდოლსკი) - უილშირი, კასორლა, უოლკოტი - ჟირუ
გაფრთხილება: ადებაიორი, ვერტონგენი, უოლკერი - რემსი
კარში დარტყმა: 9-8 (4-4) კუთხური: 4-6 თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 20-13 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 36 170
4 მარტი
ასტონ ვილა-სიტი 00:00
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 21 - ლუის სუარესი (ლივერპული); 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
მომდევნო ტური
9 მარტი
ნორვიჩი-საუთჰემტონი, ქუინზ პარკი-სანდერლენდი, რედინგი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-სუონსი
10 მარტი
ნიუკასლი-სტოკ სიტი, ლივერპული-ტოტენჰემი
16 აპრილი
არსენალი-ევერტონი
ფულჰემი-ჩელსი, მანჩესტერ სიტი-უიგანი, ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი გადაიდო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: ლუის სუარესი მსოფლიო დონის ვარსკვლავია [VIDEO]
რაფაელ ბენიტესი: მესამე ადგილს შევინარჩუნებთ [VIDEO]
ალექს ფეგიუსონმა შინჯი კაგავა შეაქო [VIDEO]