ჯანლუკა ვიალი: სჯობს, "ჩელსი" იტალიელმა გაწვრთნას, მაგალითად, მე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ჯანლუკა ვიალიმ ამ გუნდში კვლავ მუშაობის სურვილი გამოთქვა.

იტალიელის თქმით, მისი თანამემამულე სპეციალისტები "ჩელსიში" განსაკუთრებულად წარმატებულები არიან.

"მინდა, რომ "ჩელსი" იტალიელ სპეციალისტს ჩააბარონ.

ბოლო წლების განმავლობაში კლუბში ოთხი იტალიელი მუშაობდა და ოთხივე მათგანი გუნდში თავისებურად წარმატებული იყო.

არ დაგიმალავთ, რომ მსურს, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად მე დამნიშნონ. ვინ იცის - ყველაფერი შეიძლება მოხდეს",
- თქვა ვიალიმ.

ლონდონის "ჩელსის" დროებითი თავკაცი რაფა ბენიტესი გუნდს ამ ზაფხულს გამოემშვიდობება.

ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი სეზონსაც ვერ ჩაამთავრებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული