"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" პლეი ოფშიც კი ვერ გავიდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "არსენალმა" კი 1/8-ფინალში დაასრულეს ასპარეზობა. წარუმატებლობამ პრემიერლიგას უეფას კოეფიციენტების ცხრილში პირველი ადგილი დააკარგვინა, რამაც ინგლისური პრესა უკვე აალაპარაკა.
მიმდინარე სეზონი ინგლისის ჩემპიონატმა 84,410 ქულით ლიდერის რანგში დაიწყო. მისი უპირატესობა ესპანეთთან (84,186) მიზერული გახლდათ. მათ გერმანია სოლიდურად ჩამორჩებოდა (75,186), მაგრამ დღეს რეალობა უკვე სხვაგვარია. ინგლისს 79,829 ქულა შერჩა, "დორტმუნდისა" და "ბაიერნის"
"გარდიანის" გათვლით, გერმანულ გრანდებს შანსი აქვთ, ინგლისს მეორე პოზიციაც წაართვან. თუმცა კუნძულელების მდგომარეობას უიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პრემიერლიგის პრესტიჟის შენარჩუნება ევროპალიგაზე მონაწილე გუნდებს: "ტოტენჰემს", "ნიუკასლსა" და "ჩელსის" შეუძლიათ, მაშინ, როცა ბუნდესლიგას "შტუტგარტიღა" შემორჩა.
განგაშის ზარების შემოკვრას არა, მაგრამ კრიზისული სიტუაციის სერიოზულად შესწავლას მოითხოვს "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი. აი, რას ამბობს ის: "მთელი ეს სტატისტიკა ინგლისურ კლუბებს სერიოზულად აფიქრებთ. არადა, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდებს შეეძლოთ, უკეთ ეთამაშათ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს ვერ გააკეთეს. უკუსვლის ტენდენცია დიდი ხანია, შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ჩემპიონატები დონით გაგვითანაბრდნენ. თუკი გვინდა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, სერიოზულად დაფიქრება გვმართებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ძალიან ახლოს ვიყავით