სერ ალექს ფერგიუსონი: რიო ინგლისის ნაკრებში წავა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა "რედინგი" - 1:0 და ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა.

მატჩის ერთადერთი გოლი რიკოშეტის დახმარებით, უეინ რუნიმ 21-ე წუთზე გაიტანა. ახლა "იუნაიტედი" მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 15 ქულით უსწრებს და ფაქტობრივად ჩემპიონია.

სერ ალექს ფერგიუსონი: "ყველამ კარგად იცის, რომ რიო ფერდინანდს წინ წასვლა და შეტევის წამოწყება შეუძლია. მართალია, ამას ხშირად არ აკეთებს, მაგრამ დღეს გააკეთა და ჩვენ შევძელით გატანა. ამასთან მინდა ვთქვა, რომ რიოს ველაპარაკე და ის ინგლისის ნაკრებში გამოძახებაზე უარს არ იტყვის".

აი, რა თქვა, გამარჯვების გოლის ავტორმა უეინ რუნიმ: "წინ მხოლოდ 9 მატჩია და მეტოქეს 15 ქულით ვუსწრებთ. ეს ფანტასტიკური უპირატესობაა, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ პროფესიონალებად. ყოველ კვირას უნდა შევასრულოთ ჩვენი საქმე, გაჩერება არ შეიძლება".

VideoSportall.Ge
16.03.13. მანჩესტერ იუნაიტედი - რედინგი 1:0


ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული