რაფა ბენიტესი: ყველა ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩზე ვფიქრობთ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში მთავარი სენსაცია საუთჰემპტონში მოხდა, სადაც მაურისიო პოჩეტინოს "საუთჰემპტონმა 2:1 დაამარცხა ლონდონის "ჩელსი".

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მასპინძელი ჯეი როდრიგესის გოლს, ჯონ ტერიმ უპასუხა, მაგრამ რიკი ლამბერტმა გამარჯვების გოლი გაიტანა პეტრ ჩეხის კარში.

სათასო ბატალიის წინ რაფაელ ბენიტესმა სასტარტოში ათამაშა ისეთი ფეხბურთელები, როგორიც რაიან ბერტრანდი, ჯონ ობი მიკელი და მარკო მარინი არიან.

მატჩის შემდეგ "ჩელსის" ესპანელმა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:

"პირველი ოთხეულისთვის ბრძოლაში ჯერჯერობით არაფერი შეიცვალა. სამი ქულა, რა თქმა უნდა, ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ რეზერვში მაინც
გვრჩება თამაში. ახლა ყველა ორშაბათს გასამართ სათასო ბატალიაზე ვართ გადართული. დრო ძალიან ჩქარა გადის, ამ შეხვედრისთვის ახლავე უნდა მოვემზადოთ - მეტოქე ხომ "მანჩესტერ იუნაიტედია
".

VideoSportall.Ge
30.03.13. საუტჰემპტონი - ჩელსი 2:1


ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდს" სტუმრად სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული