პრემიერლიგა. XXXII ტური: ცვლილებების ტური [VIDEO]

AutoSharing Option
მთავარი ტაბლოა
ფეხბურთში ყველაფერი ხდება. სპორტის ეს სახეობა რაიმე ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, "ვესტ ბრომვიჩი" "არსენალთან" არ უნდა დამარცხებულიყო.

იყო რამდენიმეწუთიანი ეპიზოდები, როცა სტუმრებს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ნორმალურად ვერც კი გამოჰქონდათ. მასპინძლები საშემსრულებლო ოსტატობამ დააღალატა.

"არსენალი" ბენ ფოსტერის კარს შედარებით იშვიათად უახლოვდებოდა, მაგრამ როცა ამას ახერხებდა, გოლი გაჰქონდა ან უაღრესად სახიფათო მომენტს ქმნიდა. "მეთოფეებს" გაუმართლათ იმ მხრივაც, რომ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში არბიტრმა ჰოვარდ ვებმა საჯარიმოში ლორენ კოშელნის მიერ კლაუდიო იაკობის წინააღმდეგ წესის დარღვევის გამო პენალტი არ დანიშნა. გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა,
რომ ფრანგმა არგენტინელს ფეხი ჩაარტყა, ბურთზე თამაში კი ვერ მოასწრო.

გოლებს რაც შეეხება, სტუმართა შორის ორჯერვე თავი ტომაშ როსიცკიმ გამოიჩინა. პირველად ჟერვინიო გარეთ მაკაულის პატარა ბავშვივით გაუსწორდა და ჩეხ ვეტერანს ახლო მანძილიდან თავით გაატანინა, მეორედ კი შორეული დარტყმა ფოსტერმა ცუდად მოიგერია. დაცვაზე უფრო სწრაფად სიტუაციაში ისევ როსიცკი გაერკვა და დამატებაზე ივარგა.

მასპინძლებმა პენალტით უპასუხეს. ვებმა პერ მერტეზაკერის უხეშობა ძალიან მკაცრად შეაფასა და გერმანელს წითელი ბარათი აუფრიალა. ჯეიმს მორისონმა ცუდად დაარტყა, თუმცა შედეგიანად.

ლოუტონის შედევრი
პოლ ლამბერტმა და კომპანიამ უკანასკნელი 4-დან 3 თამაშში იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოისწორა.

"ბრიტანია სტედიუმზე" ჩატარებული შეხვედრა, საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

მასპინძლები პრემიერლიგაში გამორჩეული სიხისტით არიან ცნობილნი, დროდადრო კი ძალიან უხეშობენ კიდეც. ტონი პულისის გუნდს არც ამჯერად უფიქრია, საკუთარი სტილისთვის ეღალატა.

სტუმართა შორის, როგორც ყოველთვის, შემტევი ფეხბურთელები გამოირჩეოდნენ. ანდრეას ვაიმანმა პირველი გოლის ეპიზოდში ყველაფერი გააკეთა აგბონლაჰორამდე ბურთის მისატანად; გაბრიელმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამედ გამოიჩინა თავი; კრისტიან ბენტეკემ კი პრემიერლიგაში თავისი მე-15 ბურთი ინდივიდუალურ კონტრშეტევაზე შეაგდო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მეტიუ ლოუტონის გოლი ცალკე უნდა გამოვყოთ. ნახევარმცველმა ასმირ ბეგოვიჩს ალბათ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაუტანა.

შეწყვეტილი სერია
"სუონსიმ" თებერვალში ლიგის თასზე გამარჯვების შემდეგ თამაშს უკლო. "გედები" მას მერე ჩატარებულ ოთხ ტურში სამჯერ დამარცხდნენ. უელსელებს ამჯერად შეეძლოთ სამი ქულის აღება, მაგრამ მიგელ მიჩუმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა.

იქამდე "კეროუ როუდზე" გატანილი ოთხივე ბურთი დაცვის უხეშ შეცდომებს მოჰყვა. საერთოდ კი, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი სრულიად კანონზომიერად მიგვაჩნია.

"მადეისკიზე" კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. "რედინგის" ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელ ნაიჯელ ედკინსს დებიუტი ყოფილ გუნდთან ჰქონდა. "საუთჰემპტონმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. "წმინდანები" განსაკუთრებით ბურთის გათამაშებაში აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს. ანგარიში ადამ ფედერიჩისა და შონ მორისონის შეუთანხმებელ მოქმედებას მოჰყვა.

სანამ თანაგუნდელები ბურთის მოგერიებისას ერთმანეთს უცდიდნენ, ჯეი როდრიგესმა ფეხი მიჰკრა და ახლოდან გაიტანა.

როდრიგესმა მეორე ტაიმში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადში დაბრუნებულ ადამ ლალანას გაატანინა. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანმა მძიმე ტრავმა პირველ წრეში სწორედ "არისტოკრატებთან" შეხვედრაში მიიღო.

ისევ გაშტერდა
თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე" ვისაც ნანახი გაქვთ, საიდან დაიბადა ქვესათაური, შეკითხვა არ დაგებადებათ. დიახ, ძლივს მოცოცხლებული "ლივერპული" ისევ გაშტერდა. მომდევნო ტურებში მას შემოლაწუნება დასჭირდება. "წითლებმა" 90 წუთი "ჩაქუჩების" საჯარიმოსთან გაატარეს.

ერთიმეორეზე უკეთესი შანსები გაუშვეს ხელიდან დენიელ სტარიჯმა, სტიუარტ დაუნინგმა და კოუტინიომ. ლონდონელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო 25-ე წუთზე მოჰამედ დიამეს გარღვევა იყო მარჯვენა ფლანგზე, როცა 25 წლის სენეგალელმა ყველა მოატყუა, ვინც კი გზად შეხვდა, მაგრამ საბოლოო დარტყმისთვის ძალა აღარ ეყო.

კვირა დღე პრემიერლიგაში
"ტოტენჰემისა" და "ევერტონის" შეხვედრის შედეგით კმაყოფილი არც ერთი მხარე არ უნდა დარჩენილიყო. ეს სწორედ ის თამაში იყო, რომელსაც ცხრილში ადგილების გადასანაწილებლად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

"არსენალმა" თავისი თამაში წინა დღეს მოიგო, "ჩელსიმ" კი ზუსტად 55 წუთით გვიან დაიწყო და ხელიდან არც მას გაუშვია თავისი შანსი. რა მივიღეთ შედეგად? ის, რომ ახლა პოტენციური მეოთხეადგილოსანი უკვე "არსენალია".

ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად "მეთოფეებს" 16 აპრილს "ემირიტსზე" "ევერტონთან" XXIX ტურის გადადებული შეხვედრის მოგება მართებთ. ასე ახლოს სეზონის უმთავრეს მიზანთან არსენ ვენგერის შეგირდები 1 იანვრის შემდეგ აღარ ყოფილან.

ისიც უნდა ითქვას, რომ "ტოტენჰემისთვის" ასეთ შედეგს არაფერი მოასწავებდა. ლიდერების გარეშე მოთამაშე მერსისაიდელებმა გოლი მე-40 წამზევე გაუშვეს. იან ვერტონგენის ჩაწოდებას სილვენ დისტენი ასცდა და ემანუელ ადებაიორმა 3-4 მეტრიდან დალაშქრა კარი.

სტუმრებმა ძალიან მოინდომეს და საბოლოოდ მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ გილფი სიგურდსონმა საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა. ისლანდიელი დამატებაზე ყველაზე მკვირცხლი აღმოჩნდა.

ავტოგოლების დღე
"სტემფორდ ბრიჯზე" ორი ავტოგოლი გავიდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა კუთხურს ჯონ ოშიმ თავი მისცხო. კარის ხაზზე მდგარი სესარ ასპილიკუეტა ეცადა, ბურთი მოეგერიებინა, მაგრამ უხერხული მოძრაობით საკუთარი კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა სიმონ მინიოლე ოსკარს ფეხებში ჩაუხტა, ბურთი ააცალა, მაგრამ ის თანაგუნდელ მეტიუ კილგალონს მოარტყა ფეხებში. ბურთმა ხაზი ნელ-ნელა გადაკვეთა. გამარჯვების ბურთი კი ბრანისლავ ივანოვიჩმა ნებით გაიტანა თუ დავიდ ლუისის დარტყმა უბრალოდ მოხვდა და ისე გავიდა, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ.

VideoSportall.Ge
07.04.13. ჩელსი - სანდერლენდი 2:1


"ქუინზ პარკი" 21-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა და მთელი თამაში მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდა. 85-ე წუთზე სტეფან მბიას ელვისებური კონტრშეტევა ლოიკ რემიმ შესანიშნავი დარტყმით დაასრულა. ის იყო, ამ ყველაფერს სახელად სასწაული უნდა დარქმეოდა, რომ შონ მელონიმ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე საჯარიმო გაიტანა.

პრემიერლიგა. XXXII ტური
რედინგი-საუთჰემპტონი 0:2
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (34), 0:2 ლალანა (72)
რედინგი (4-2-3-1): ფედერიჩი – განტერი, მორისონი, მარიაპა, კელი – აკპანი (46. ლიგერტვუდი), კარაჯანი – მაკანუფი, გატრი (62. მაკლირი), რობსონ-კანუ (74. ჰანტი) - ლე ფონდრე
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი – კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, შოუ – კორკი, შნაიდერლინი – რამირესი (63. ლალანა), ს. დევისი (88. დო პრადო), ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
გაფრთხილება: -
კარში დარტყმა: 7-12 (2-5) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 6-12 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 24 108

ნორვიჩი-სუონსი 2:2
გოლები: 0:1 მიჩუ (35), 1:1 სნოდგრასი (40), 2:1 ტერნერი (60), 2:2 მური (75)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი (16. კემპი) – მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო – ბ. ჯონსონი, ჰოუსონი (82. ტეტი), ე. ბენეტი, სნოდგრასი – ჰულაჰანი (80. ჰოლტი) - კამარა
სუონსი (4-2-3-1): ვორმი – ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი (64. რანხელი) – დე გუზმანი, კი – დაიერი (75. ლამა), რუტლეჯი (64. ერნანდესი), მიჩუ - მური
გაფრთხილება: სნოდგრასი, ბ. ჯონსონი, ტერნერი, ჰოლტი, ტეტი - ბ. დევისი, უილიამსი, დე გუზმანი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 372

სტოკი-ასტონ ვილა 1:3
გოლები: 0:1 აგბონლაჰორი (9), 1:1 კაიტლი (80), 1:2 ლოუტონი (87), 1:3 ბენტეკე (90)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი – კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი (53. ჯერომი) – უაიტჰედი, ნზონზი, ეთერინგტონი (46. კაიტლი), შოტონი (77. ადამი) – ჯ. ჯონსი, უოლტერსი
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი – ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი – დელფი, ვესტვუდი, ბოუერი (82. ნზოგბია), ვაიმანი (86. ბენტი) – აგბონლაჰორი (74. სილა), ბენტეკე
გაფრთხილება: შოტონი, შოუკროსი, ადამი - აგბონლაჰორი
კარში დარტყმა: 7-7 (4-5) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 15-13 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 544

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 როსიცკი (20), 0:2 როსიცკი (50), 1:2 მორისონი (71-პენ)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი – ბ. ჯონსი, ოლსონი, მაკაული, რიჯუელი – იაკობი, ბრანტი – ტომასი (62. როსენბერგი), მორისონი, დორანსი (62. ლუკაკუ) - ლონგი
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი – სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი – არტეტა, რემსი – ჟერვინიო (73. ვერმალენი), როსიცკი (82. გიბსი), კასორლა (89. კოკლენი) - ჟირუ
გაფრთხილება: ბ. ჯონსი, რიჯუელი – რემსი, როსიცკი, კოშელნი, არტეტა
გააძევეს: მერტეზაკერი (70)
კარში დარტყმა: 17-11 (6-6) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 6-1 ჯარიმა: 7-15 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 26 144

ლივერპული-ვესტ ჰემი 0:0
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე – ჰენდერსონი (71. აისადი), ლუკასი, ჯერარდი – კოუტინიო, დაუნინგი (25. სტარიჯი), სუარესი
ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი – დემელი, კოლინსი, ტომკინსი (83. პოგატეცი), ობრაიენი – ნოლანი (62. მ. ტეილორი), დიამე, ონილი – ვას ტე (63. კოლისონი), ჯარვისი, კ. კოული
გაფრთხილება: - ობრაიენი
კარში დარტყმა: 13-8 (6-1) კუთხური: 12-2 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 8-5 ბურთის ფლობა: 59%-61%
მაყურებელი: 45 007

ტოტენჰემი-ევერტონი 2:2
გოლები: 1:0 ადებაიორი (1), 1:1 იაგიელკა (15), 1:2 მირალიაში (53), 2:2 სიგურდსონი (87)
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი – უოლკერი, დოუსონი, კოლკერი, ვერტონგენი – დემბელე (75. ჰადლსტოუნი), პარკერი (88. ტ. კეროლი), ჰოლტბი, სიგურდსონი – ადებაიორი, დემპსი
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი – კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი – გიბსონი, ჰეიტინგა, მირალიაში (86. ნეისმიტი), ბარკლი (52. იელავიჩი), ოსმანი - ანიჩებე
გაფრთხილება: დემპსი - მირალიაში
კარში დარტყმა: 16-8 (9-4) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 17-7 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 36 192

ჩელსი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 0:1 ასპილიკუეტა (45-ს.კ-ში), 1:1 კილგალონი (47-ს.კ-ში), 2:1 ივანოვიჩი (55)
ჩელსი (4-5-1): ჩეხი – ასპილიკუეტა, ლუისი, ივანოვიჩი, ბერტრანი – მიკელი, რამირესი, ოსკარი, მატა (89. ლამპარდი), აზარი (84. ბენაიუნი) – ბა (46. ტორესი)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე – როუზი, ოში, კილგალონი, ბერდსლი – კ. გარდნერი (82. კოლბეკი), ლარსონი (71. მაკლინი), ნდიაიე, სესინიონი, ა. ჯონსონი - უიკჰემი
გაფრთხილება: კ. გარდნერი, როუზი
კარში დარტყმა: 9-4 (4-1) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 10-17 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 41 500

ნიუკასლი-ფულჰემი 1:0
გოლები: 1:0 სისე (90)
ნიუკასლი (4-4-2): კრული – სიმპსონი (81. კემპბელი), იანგა-მბივა, ს. ტეილორი, სანტონი (17. ანიტა) – სისოკო, კაბაი, ხონასი, მარვო – გუფრანი (69. შ. ამეობი), სისე
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი – რიტერი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე – კარაგუნისი, ენო (51. ფრიმპონგი), მანოლევი (81. როდალიეგა), დაფი – რუისი - ბერბატოვი
გაფრთხილება: სისოკო, სისე – სენდეროსი, რიისე
კარში დარტყმა: 21-4 (10-2) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 51 847

ქუინზ პარკი-უიგანი 1:1
გოლები: 1:0 რემი (85), 1:1 მელონი (90+3)
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი – ბოსინგვა, სამბა, ჰილი, ტრაორე (46. ონუოჰა) – ჯენასი, მბია, ჰოილეტი (56. ტაარაბტი), ტაუსენდი – რემი (88. მაკი), ზამორა
უიგანი (3-4-3): ჯოელი – ფიგეროა (88. ესპინოსა), ალკარასი, შარნერი – მაკარტი, გომესი, ბოისი, ბოსეჟური (61. მაკარტური) – მაკმანამანი (67. დი სანტო), მელონი, კონე
გაფრთხილება: რემი, სამბა – მაკარტი, ალკარასი, ფიგეროა
გაძევება: ზამორა (21)
კარში დარტყმა: 4-11 (2-6) კუთხური: 2-10 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 16 658

8 აპრილი
იუნაიტედი-სიტი 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური
13 აპრილი
არსენალი-ნორვიჩი, ასტონ ვილა-ფულჰემი, ევერტონი-ქუინზ პარკი, რედინგი-ლივერპული, საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი

14 აპრილი
ნიუკასლი-სანდერლენდი, სტოკ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი-ტოტენჰემი

15 აპრილი
მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი

7 მაისი
უიგანი-სუონსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ლივერპულს" რომ არ "უკბინოთ" ხომ არ შეგიძლიათ რა:((( (თავის პრობლემებიც ეყოფა!!!)ნეტავი ვიცოდე ასე, რატომ გეჯავრებათ? მესმის, სხვა კლუბების ირგვლივაც ასეთი კრტიკა იყოს, მაშინ კიდევ ჰო, არ გავაპროტესტებდი, მარა...
სერ ალექსი
23:11 09-04-2013
0

სიახლეები პოპულარული