11 მაისს, ინგლისის პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაში, სადაც "ლურჯები" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ, 34 წლის ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. მეორე გოლი ამ გუნდის მაისურით მისთვის 203-ე იყო.
ამით ლემპარდმა გააუმჯობესა ბობი ტემბლინგის შედეგი, რომელმაც 1959-იდან 1970 წლამდე "ჩელსისთვის" 202 გოლი შეაგდო.
ბირმინგემში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა დაწინაურება მე-15 წუთზე, კრისტიან ბენტეკეს გოლით შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში ლემპარდმა 61-ე და 88-ე წუთებზე შეძლო "ასტონ ვილას" კარის დალაშქვრა და "ჩელსის" გაამარჯვებინა - 2:1.
ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდი: 200-ბურთიან ზღვრამდე მიღწევა განსაკუთრებული გრძნობაა