ორი წინადადება სტეფან ელ შაარავის სანაცვლოდ

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" მესვეურები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი სტეფან ელ შაარავის გადაბირებით და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ.

ინგლისელებს "როსონერის" მესვეურებისთვის ორი წინადადება აქვთ გამზადებული: 1. 40 მილიონი ევრო; 2. 25 მილიონი ევრო და კარლოს ტევესი...

"მილანის" მესვეურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ელ შაარავი არ იყიდება, მაგრამ ხშირად ასეთი განცხადებები ფასის ასაწევადაც კეთდება... სწორედ ამას აღნიშნავს "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, ლომბარდიელები ნებისმიერ ფეხბურთელს გაყიდიან, მათ შორის, "პატარა ფარაონს".

მთავარია, რამდენად უღირთ
მილანელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და არის თუ არა 40 მილიონი საკმარისი ოდენობა... ვეჭვობთ, ასე იყოს, რადგან მილანში ახალგაზრდულ გუნდს აშენებენ და ელ შაარავი ამ ახალ კონცეფციაში იდეალურად ჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანის" ახალი სტრატეგია და სატრანსფერო ამბები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული