სამხრეთამერიკული კლუბი 20 მილიონ ევროს დასჯერდება. არადა, თავდაპირველად ის 4 მილიონით მეტს ითხოვდა.
20-დან "კორინთიანსს" მხოლოდ 50% ერგება, რადგან ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნახევარს კომპანია Audax-SP ფლობს.
ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს.
"მინდა, მადლობა ვუთხრა პაულინიოს იმ უზარმაზარი ღვაწლისთვის, რაც მან ჩვენს კლუბს დასდო. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი ნაწილი იყო და მომავალშიც
"ჩემთვის იოლი არ არის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გამომშვიდობების დრო მოვიდა. ამ კლუბში სამი დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. არასოდეს დამავიწყდება ის, თუ როგორ ზრუნავდნენ ჩემზე.
მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც კი მასწავლეს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე დაბრუნების შანსი ხელახლა მომეცა. გულშემატკივრებს კი ვეტყვი, მომავალ შეხვედრამდე", - დაამატა ნახევარმცველმა.
პაულინიოს ისღა დარჩენია, ლონდონში ჩაფრინდეს და აგენტის მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებზე ჩრდილოლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტზე მოაწეროს ხელი. ამის შემდეგ ის ორიოდე კვირით ფეხბურთს ჩამოშორდება და კუთვნილი შვებულებით ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასზე პაულინიომ 5 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 1/2-ფინალში ურუგვაის წინააღმდეგ მისი ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ფიფამ ნეიმარისა და ანდრეს ინიესტას შემდეგ ჩვენი გმირი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
გეტყვით იმასაც, რომ პაულინიოს ტრანსფერზე მუშაობდნენ დონეცკის "შახტარი" და "ინტერიც". იტალიური პრესა ერთი ხანობა იმასაც ამტკიცებდა, რომ "ნერაძური" ბრძოლაში ფავორიტად იქცაო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ინგლისელებისთვის სასარგებლოდ დასრულდა.
დაბოლოს, გეტყვით, რომ პაულინიოსთვის "ტოტენჰემი" პირველი ევროპული კლუბი არ იქნება. 2006-დან 2008 წლამდე ის "ვილნიუსისა" (ლიტვა) და "ლოძის" (პოლონეთი) რიგებში თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პაულინიომ დაადასტურა - "ტოტენჰემი"