ალვარო ნეგრედო მანჩესტერში მიდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "სევილიას" 27 წლის ალვარო ნეგრედოს ტრანსფერზე შეუთანხმდა.

ლა ლიგის წარმომადგენელი 21,7 მილიონ ფუნტს (25 მლნ ევრო) მიიღებს, ბონუსების გათვალისწინებით კი თანხა, შესაძლებელია, 2,6 მილიონით (3 მლნ ევრო) გაიზარდოს. ფეხბურთელმა უკვე დატოვა ანდალუსიელთა საწვრთნელი შეკრება და სამედიცინო შემოწმების გასავლელად ინგლისში გაფრინდა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ესპანურმა მხარემ.

"შეთანხმებასთან ახლოს ვართ. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, ალვარო "სანჩეს პისხუანს" დაემშვიდობება. "სიტი" ფეხბურთელს ყიდულობს, ვისთვისაც ეს ნაბიჯი ალბათ გადამწყვეტი აღმოჩნდება კარიერაში," - ბრძანა პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ.

დიდი გეგმები ქალაქში
მანჩესტერელები კლუბის
პოპულარიზაციაზე ბევრს ფიქრობენ. მენეჯმენტმა და კლუბის ტექნიკურმა პერსონალმა ამისთვის მარტივი გზა გამონახეს. ოფიციალურ ვებგვერდს, რომელსაც უკვე აქვს არაბული და ჩინური განყოფილებები, უახლოეს ხანებში ფრანგული, ინდონეზიური, იაპონური, კორეული, მალაური, პორტუგალიური, რუსული, ტაილანდური და ესპანური ნაწილები დაემატება.

ეს იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივარი "სიტის" შესახებ ინფორმაციებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობა.

"სიტის" გულშემატკივართა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. გვინდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგვეძლოს ჩვენს ფანებთან ურთიერთობა, თანაც მათ მშობლიურ ენებზე. ვამაყობთ ამ წამოწყებით," - განაცხადა "სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ჩემპიონატი ვარსკვლავებისგან იცლება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული