ინგლისური ფეხბურთის რეკორდები

AutoSharing Option
სანამ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება, გადავწყვიტეთ ხუთი წამყვანი ჩემპიონატის საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი შემოგთავაზოთ. დღეს ინგლისის ჩემპიონატის ჯერია, რომლის რეკორდებსაც ორ ნაწილად შემოგთავაზეთ: პირველ ნაწილში ზოგადად ინგლისის უმაღლესი დივიზიონის რეკორდები იქნება, მეორე ნაწილში კი მხოლოდ პრემიერლიგის

ინგლისის ჩემპიონატის რეკორდები

გუნდური რეკორდები

ჩემპიონები

20 - მანჩესტერ იუნაიტედი
18 - ლივერპული
13 - არსენალი
9 - ევერტონი
7 - ასტონ ვილა
6 - სანდერლენდი
4 - ჩელსი, ნიუკასლი, შეფილდ უენსდეი
3 - ლიდსი, ვულვერჰემპტონი, მანჩესტერ სიტი, ჰადერსფილდი, ბლექბერნი
2 - პრესტონი,
ტოტენჰემი, დერბი, ბარნლი, პორტსმუთი
1 - იფსვიჩი, ნოტინგემი, შეფილდ იუნაიტედი, ვესტ ბრომვიჩი

ზედიზედ მოგებული ტიტულები

3 - ჰადერსფილდი (1923/24, 1924/25, 1925/26)
3 - არსენალი (1931/32, 1932/33, 1933/34)
3 - ლივერპული (1981/82, 1982/83, 1983/84)
3 - მანჩესტერ იუნაიტედი (1998/99, 1999/00, 2000/01) და (2006/07, 2007/08, 2008/09)

დუბლი (ერთ სეზონში ჩემპიონატის და თასის მოგება)

პრესტონი - 1889 წელს ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო
ასტონ ვილა - 1897
ტოტენჰემი - 1961
არსენალი - 1971, 1998, 2002 - ერთადერთი კლუბი, რომელმაც დუბლი პრემიერლიგამდე და პრემიერლიგის დაარსების შემდეგაც მოიგო. ასევე ერთადერთი კლუბი, ვინც დუბლის შესრულება სამ სხვადასხვა ათწლეულში შეძლო
ლივერპული - 1986
მანჩესტერ იუნაიტედი - 1994, 1996, 1999 (ჰეთ-თრიქის ნაწილი)
ჩელსი - 2010

ტრებლი (ჰეთთრიქი; ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგება)

მანჩესტერ იუნაიტედი - 1999 (ინგლისი ჩემპიონატი, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა)

სხვადასხვა გუნდური მიღწევა

ყველაზე მეტი სეზონი უმაღლეს დივიზიონში: 110 - ევერტონი (1888-1930), (1931-1951), (1954-დღემდე)
ყველაზე მეტი სეზონი ზედიზედ: 87 - არსენალი (1919-დღემდე)
ყველაზე მეტი მოგება უმაღლეს დივიზიონში - ლივერპული - 1803
ყველაზე მეტი მოგება შინ - ევერტონი - 1174
ყველაზე მეტი მოგება სტუმრად - არსენალი - 638
ყველაზე მეტი ფრე - ევერტონი - 1069
ყველაზე მეტი მარცხი - ევერტონი - 1470
ზედიზედ მოგებული მატჩები - 14 - არსენალი (10.02.2002-დან 24.08.2002-მდე)
ზედიზედ მოგებული საშინაო მატჩები - 21 - ლივერპული (1972 წელი)
ზედიზედ მოგებული საგარეო მატჩები - 11 - ჩელსი (05.04.2008-06.12.2009)
ყველაზე ცოტა მარცხი სეზონში - 0 - პრესტონი (1888/89) და არსენალი (2003/04)
ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია - 49 - არსენალი (07.05.2003-24.10.2004)
ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია - 32 - დერბი (2007/08) - "დერბი" სეზონის ბოლოს გავარდა, შესაბამისად, სერია ჯერ კიდევ გრძელდება
დაუმარცხებელი საშინაო სერია - 86 - ჩელსი (20.03.2004-26.10.2008)
დაუმარცხებელი საგარეო სერია - 27 - არსენალი (05.04.2003-25.09.2004)
ყველაზე მეტი გოლი - ევერტონი - 6 594
ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 128 - ასტონ ვილა (1930/31)

"მანჩესერ სიტის" ეკუთვნის ერთი საოცარი ანტირეკორდი - 2006/07 წლების სეზონში, გუნდმა პრემიერლიგის 19 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა.

ყველაზე დიდი ანგარიში

ვესტ ბრომვიჩი-დარვინი 12:0 (04.04.1892)
ნოტინგემი-ლესტერი 12:0 (21.03.1909)

ყველაზე დიდი ანგარიში სტუმრად

ვულვერჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 0:8 (27.12.1893)
ნიუკასლი-სანდერლენდი 1:9 (05.12.1908)
კარდიფი-ვულვერჰემტონი 1:9 (03.11.1955)

ყველაზე შედეგიანი ფრე

ლესტერი-არსენალი 6:6 (21.04.1930)

გუნდები, რომლებმაც უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:

ლივერპული (1905/06)
ევერტონი (1931//32)
ტოტენჰემი (1950/51)
იფსვიჩი (1961/62)
ნოტინგემი (1977/78)

გამოსარჩევია "იფსვიჩის" მიღწევა, რომლისთვისაც საჩემპიონი სეზონი საერთოდ პირველი სეზონი იყო უმაღლეს დივიზიონში!
"ნოტინგემის" შემთხვევაში კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ფორესტი" გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატზე მეტჯერ ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული ("ნოტინგემი" ჩემპიონი სულ ერთხელ გახდა, ჩემპიონთა თასი კი ორჯერ მოიგო).

ინდივიდუალური

ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული (მწვრთნელები)

13 - ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
6 - ჯორჯ რემსი (ასტონ ვილა), ბობ პეისლი (ლივერპული)
5 - ტომ უოტსონი (სანდერლენდი და ლივერპული), ჰერბერტ ჩეპმენი (ჰადერსფილდი და არსენალი), მეტ ბასბი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ინგლისის ჩემპიონატი მწვრთნელი რანგში, სულ ოთხ არაბრიტანელს აქვს მოგებული. ესენი არიან: არსენ ვენგერი - 3, ჟოზე მოურინიო - 2, კარლო ანჩელოტი - 1 და რობერტო მანჩინი - 1.

საუკეთესო ბომბარდირის ტიტულები

6 - ჯიმი გრივსი (ინგლისი) - 1959, 1961, 1963, 1964, 1965, 1969
5 - სტივი ბლუმერი (ინგლისი) - 1896, 1897, 1899, 1901, 1904
4 - ტიერ ანრი (საფრანგეთი) - 2002, 2004, 2005, 2006
3 - ჯონ კემპბელი (შოტლანდია) - 1892, 1893, 1895
3 - გარი ლინეკერი (ინგლისი) - 1985, 1986, 1990
3 - ალან შირერი (ინგლისი) - 1995, 1996, 1997

ყველა დროის ბომბარდირები

1. ჯიმი გრივსი - 357 გოლი (516 მატჩი)
2. სტივი ბლუმერი - 317 გოლი (536 მატჩი)
3. დიქსი დინი - 310 გოლი (362 მატჩი)
4. გორდონ ჰოჯსონი - 287 გოლი (456 მატჩი)
5. ალან შირერი - 283 გოლი (559 მატჩი)
6. ჩარლი ბიუკენი - 257 გოლი (482 მატჩი)
7. ნეტ ლოფტჰაუსი - 255 გოლი (452 მატჩი)
8. ჯო ბრედფორდი - 248 გოლი (410 მატჩი)
9. ჰიუი გალაჰერი - 246 გოლი (355 მატჩი)
10. ჯო სმიტი - 243 გოლი (410 მატჩი)

ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული ჯიმი გრივსი გახლავთ. "ჩელსის" და "ტოტენჰემის" ლეგენდამ 357 გოლი სამ სხვადასხვა კლუბში გაიტანა - "არისტოკრატებში" გრივსმა 124 გოლი შეაგდო, "ტოტენჰემში" - 220, კიდევ 13 ბურთი კი მან "ვესტ ჰემში" გაიტანა. 1961 წელს ინგლისელმა ფეხბურთელმა ნახევარი სეზონი "მილანში" გაატარა და 12 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

მეორე ადგილზეა "დერბი ქაუნთის" ლეგენდა სტივი ბლუმერი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში თამაშობდა. ბლუმერმა "დერბიში" 18 წელი გაატარა, კიდევ 4 სეზონი კი "მიდლსბროში" ითამაშა.

მესამეზე კი "ევერტონის" ლეგენდა უილიამ "დიქსი" დინი გახლავთ. ლეგენდარული ფეხბურთელი 73 წლის ასაკში "გუდისონ პარკზე", "ევერტონის" და "ლივერპულის" მატჩის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ბილ შენკლიმ მასზე თქვა:

"ის ისეთივე დიდი ადამიანია, როგორებიც შექსპირი, ბეთჰოვენი და რემბრანდტი იყვნენ".

300-ზე მეტი გოლი მხოლოდ ამ სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი. გარდა ამისა, 10-ეულში შემავალი ფეხბურთელებიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ გრივსი, შირერი და ნეტ ლოფტჰაუსი თამაშობდნენ. ალან შირერი გახლავთ ათეულის ერთადერთი წევრი, რომელსაც პრემიერლიგაში აქვს ნათამაშები.

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში

60 - დიქსი დინი (ევერტონი) 1927/28

ზედიზედ მოგებული ბომბარდირის ტიტული

3 - ჯიმი გრივსი (1963, 1964, 1965)
3 - ალან შირერი (1995, 1996, 1997)
3 - ტიერი ანრი (2004, 2005, 2006)

ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ბომბარდირი სამ სხვადასხვა კლუბში გახდა: გარი ლენეკერი (ლესტერი - 1985, ევერტონი - 1986, ტოტენჰემი - 1990)

დისციპლინა

ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი: 13 წამი - კევინ პრესმანი (შეფილდ უენსდეი-ვულვერჰემტონი, 13.08.2002)
ყველაზე სწრაფი ყვითელი ბარათი: 3 წამი - ვინი ჯოუნსი (ჩელსი-შეფილდ იუნაიტედი, 21.03.1992)
ყველაზე სწრაფი გაძევება ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ: 0 წამი - კიტ გილესპი (შეფილდ იუნაიტედი, 20.01.2007) - ირლანდიელმა ფეხბურთელმა, ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ, მეტოქეს ხელი მატჩის განახლებამდე ჩაარტყა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.

პრემიერლიგის რეკორდები
1992-2013

აქვე, ცალკე შემოგთავაზებთ კონკრეტულად პრემიერლიგის რამდენიმე გამორჩეულ რეკოდრდს თუ მიღწევას...

ჩემპიონები

13 - მანჩესტერ იუნაიტედი
3 - არსენალი, ჩელსი
1 - ბლექბერნი, მანჩესტერ სიტი

ყველაზე მეტი სეზონი

21 - მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი, ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი, ასტონ ვილა, ევერტონი
19 - ნიუკასლი
18 - ბლექბერნი
17 - ვესტ ჰემი
16 - მანჩესტერ სიტი

სხვადასხვა გუნდური მიღწევა

ყველაზე მეტი ქულა სეზონში - "ჩელსი" - 95 ქულა (2004/05)
ყველაზე მეტი გოლი სეზონში - "ჩელსი" - 103 (2009/10)
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში - "ჩელსი" - 15 (2004/05)
ყველაზე ცოტა ქულა სეზონში - "დერბი ქაუნთი" - 11 (2007/08)
ყველაზე ცოტა გოლი სეზონში - "დერბი ქაუნთი" - 20 (2007/08)
ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი (42 თამაში) - "სუინდონი" - 100 (1993/94)
ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი (38 თამაში) - "დერბი ქაუნთი"- 89 (2007/08)

2001 წელს, "ფულჰემმა", "ბლექბერნმა" და "ბოლტონმა" პრემიერლიგის საგზური მოიპოვეს და პირველივე სეზონში ლიგაში ადგილი სამივემ შეინარჩუნა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ სამეულმა, საბოლოო ჯამში, პრემიერლიგაში ზედიზედ 10 სეზონი ჩაატარა და 2011/12 წლების სეზონში "ბლექბერნი" და "ბოლტონი" გავარდნენ.

2001/02 სეზონის გარდა, ერთადერთი კამპანია, როდესაც სამივე დებიუტანმა ადგილის შენარჩნება შეძლო სწორედ 2011/12 წლების სეზონი იყო, როდესაც "ქუინზ პარკი", "ნორვიჩი" და "სუონსი" გადაურჩნენ გავარდნას.

ერთადერთი სეზონი, როდესაც სამივე დებიუტანტი გავარდა - 1997/98 - "ბოლტონი", "ბარნსლი" და "კრისტალ პალასი".

ყველაზე მეტი მატჩი

1. რაიან გიგზი - 619 თამაში (109 გოლი)
2. დევიდ ჯეიმსი - 573 თამაში (0 გოლი)
3. ფრენკ ლამპარდი - 550 თამაში (165 გოლი)
4. გარი სპიდი - 535 თამაში (97 გოლი)
5. ემილ ჰესკი - 516 თამაში (110 გოლი)
6. ჯეიმი კარაგერი - 507 თამაში (4 გოლი)
7. ფილ ნევილი - 505 თამაში (9 გოლი)
8. სოლ კემპელი - 503 თამაში (19 გოლი)
9. მარკ შვარცერი - 503 თამაში (0 გოლი)
10. პოლ სქოულზი - 499 თამაში (107 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი ზედიზედ - ბრედ ფრიდელი - 310 (2004 წლის 14 აგვისტოდან 2012 წლის 7 ოქტომბრამდე).

ფრიდელს 8 წლის განმავლობაში თამაში არ ჰქონდა გამოტოვებული, სანამ ანდრე ვილაშ-ბოაშმა, უცნაური გადაწყვეტილება არ მიიღო და ვეტერანი ამერიკელი მეკარე ერთი მატჩით სათადარიგოთა სკამზე არ დასვა. მომდევნო შეხვედრაში "ტოტენჰემის" კარს ისევ ფრიდელი იცავდა, მაგრამ მალე გუნდის პირველი მეკარის სტატუსი უგო ლორისმა წაართვა.

სიმბოლური ნაკრები ჩატარებული მატჩების მიხედვით:


მეკარე: დევიდ ჯეიმსი - 573 მატჩი
მცველები: ჯეიმი კარაგერი - 507 მატჩი, სოლ კემპბელი - 503 მატჩი, რიო ფერდინანდი - 478 მატჩი, ფილ ნევილი - 505 მატჩი
ნახევარმცველები: გარი სპიდი - 535 მატჩი, ფრენკ ლამპარდი - 550 მატჩი, პოლ სქოულზი - 499 მატჩი, რაიან გიგზი - 620 მატჩი
თავდამსხმელები: ემილ ჰესკი - 516 მატჩი, კევინ დევისი - 444 მატჩი

ყველაზე მეტი გოლი

1. ალან შირერი - 260 გოლი
2. ენდი კოული - 188 გოლი
3. ტიერი ანრი - 175 გოლი
4. ფრენკ ლამპარდი - 165 გოლი
5. რობი ფაულერი - 163 გოლი
6. უეინ რუნი - 156 გოლი
7. მაიკლ ოუენი - 150 გოლი
8. ლეს ფერდინანდი - 149 გოლი
9. ტედი შერინგემი - 147 გოლი
10. ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი - 127 გოლი

სიმბოლური ნაკრები გოლების მიხედვით

მეკარე: პიტერ შმეიხელი - 1 გოლი (კიდევ სამ მეკარეს აქვს ერთი გოლი გატანილი)
მცველები: დევიდ ანსვორთი - 38 გოლი, ჯონ ტერი - 32 გოლი, უილიამ გალასი - 25 გოლი, იან ჰარტი - 28 გოლი
ნახევარმცველები: მეტ ლე ტისიე - 101 გოლი, ფრენკ ლამპარდი - 165 გოლი, პოლ სქოულზი - 107 გოლი, რაიან გიგზი - 109 გოლი
თავდამსხმელები: ალან შირერი - 260 გოლი, ენდი კოული - 188 გოლი

ტიერი ანრიმ 20 ან მეტი გოლი ზედიზედ 5 სეზონში გაიტანა.
ფრენკ ლამპარდი არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 10 ან მეტი გოლი ზედიზედ 10 სეზონში გაიტანა, გარდა ამისა, ფრენკი უკვე 16 სეზონია ჩემპიონატში მინიმუმ 5 გოლს იტანს.
რაიან გიგზი კი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც მინიმუმ ერთი გოლი პრემიერლიგის ყველა, 21-ვე სეზონში გაიტანა

ყველაზე სწრაფი გოლი - 9,9 წამი - ლედლი კინგი (ტოტენჰემი-ბრედფორდი, 2000 წლის 9 დეკემბერი)
ყველაზე მეტი წითელი ბარათი - 8 - დანკან ფერგიუსონი, პატრიკ Vიეირა, რიჩარდ დანი
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი - 100 - კევინ დევისი

თვის საუკეთესო მწვრთნელი:

27 - ალექს ფერგიუსონი
13 - არსენ ვენგერი
10 - დევიდ მოიესი
8 - მარტინ ონილი, ჰარი რედნაპი
6 - რაფაელ ბენიტესი, ბობი რობსონი

თვის საუკეთესო ფეხბურთელი:

5 - სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი
4 - დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი, ფრენკ ლამპარდი, კრიშტიანო რონალდო, პოლ სქოულზი, ალან შირერი

პრემიერლიგის პირველი ათწლეულის ჯილდოები:

საუკეთესო ფეხბურთელი - ალან შირერი
საუკეთესო უცხოელი - ერიკ კანტონა
ათწლეული გოლი - დევიდ ბექჰემი - უიმბლდონი-მანჩესტერ იუნაიტედი, 1996 წლის 17 აგვისტო
ათწლეულის სეივი - პიტერ შმაიხელი - ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი, 1997 წლის 21 დეკემბერი
ათწლეული მატჩი:
ლივერპული-ნიუკასლი 4:3 1996 წლის, 3 აპრილი
გოლები: 1:0 ფაულერი (2), 1:1 ლეს ფერდინანდი (10), 1:2 ჟინოლა (14), 2:2 ფაულერი (55), 2:3 ასპრილია (57), 3:3 კოლიმორი (68), 4:3 კოლიმორი (90)
ათწლეულის მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
სიმბოლური ნაკრები:
პიტერ შმეიხელი - გარი ნევილი, ტონი ადამსი, მარსელ დესაი, დენის ირვინი - დევიდ ბექჰემი, პატრიკ ვიეირა, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი - ალან შირერი, ერიკ კანტონა

20 სეზონის ჯამში

საუკეთესო ფეხბურთელი - რაიან გიგზი
საუკეთესო მწვრთნელი - სერ ალექს ფერგიუსონი
საუკეთესო გუნდი - 2003/04 სეზონის "არსენალი"
ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა: ""I წოულდ ლოვე იტ იფ წე ბეატ ტჰემ. Lოვე იტ!" - კევინ კიგანის ლეგენდარული "აფეთქება". ფრაზის მთელი ეშხი თარგმანში დაიკარგება, ამიტომ ორიგინალში გთავაზობთ
საუკეთესო გოლი - უეინ რუნი - "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მანჩესტერ სიტი", 2011 წლის 12 თებერვალი
საუკეთესო სეივი - კრეიგ გორდონი - "სანდერლენდი"-"ბოლტონი", 2010 წლის 18 დეკემბერი
საუკეთესო მატჩი:
მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 4:3 2009 წლის 20 სექტემბერი
გოლები: 1:0 რუნი (2), 1:1 ბერი (16), 2:1 ფლეტჩერი (49), 2:2 ბელამი (52), 3:2 ფლეტჩერი (80), 3:3 ბელამი (90), 4:3 ოუენი (90+6)

სიმბოლური ნაკრები:

სპეციალისტების რჩეულები: პიტერ შმეიხელი - გარი ნევილი, ტონი ადამსი, რიო ფერდინანდი, ეშლი კოული - კრიშტიანო რონალდო, როი კინი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი - ტიერი ანრი, ალან შირერი

გულშემატკივართა რჩეულები: პიტერ შმეიხელი - გარი ნევილი, ტონი ადამსი, ნემანია ვიდიჩი, ეშლი კოული - კრიშტიანო რონალდო, სტივენ ჯერარდი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი - ტიერი ანრი, ალან შირერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A-ს ყველა დროის რეკორდები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერგკამპის არ ყოფნა სიმბოლურში სასაცილოა :))
alan's psychedelic breakfast
12:40 28-07-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული