პოლიციელის ცხენმა მატჩზე სტიუარდი გადათელა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის ("კაპიტალ ვანი") მატჩში სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომელსაც კინაღამ მსხვერპლი მოყვა.

"პრესტონი" და "ბლექპული" ერთმანეთთან სერიოზულად დაპირისპირებული კლუბები არიან, მათ შორის მატჩი მუდამ დაძაბულია.

როცა 87-ე წუთზე "პრესტონის" ტომ კლარკმა გამარჯვების გოლი (1:0) გაიტანა, გახარებული ხალხი მოედანზე გადმოეშვა და მათი შეკავება სტიუარდებმა ვეღარ შეძლეს. საქმეში ბრიტანეთის ცხენოსანი პოლიციელები ჩაერთვნენ.

ყველაზე სერიოზული ინციდენტის მიზეზი პოლიციელის ცხენი გახდა, რომელმაც გადათელა ერთ-ერთი სტიუარდი. სტიუარდი რამდენიმე მოტეხილობით გადაურჩა სიკვდილს (ნეკნები და მხარი ჩაემსხვრა).

მატჩს 18 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული