ლონდონის "არსენალმა" მესუთ იოზილი წარადგინა

AutoSharing Option
12 სექტემბერს ლონდონის "არსენალმა" საზეიმოდ წარადგინა გუნდის ახალწვეული და კლუბის ისტორიაში სატრანსფერო რეკორდსმენი მესუთ იოზილი, რომლის სანაცვლოდაც მადრიდის "რეალს" 50 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გერმანელი ნახევარმცველი "არსენალში" 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მესუთ იოზილმა პირველი ინტერვიუ "არსენალის" ფეხბურთელის რანგში კლუბის ვებსაიტს მისცა და ბაზაზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

"დარწმუნებული ვარ, რომ არსენ ვენგერი კიდევ უკეთეს ფეხბურთელად მაქცევს. მწვრთნელის ნდობა დიდად მოქმედებს ფეხბურთელზე", - განაცხადა წარდგენისას იოზილმა. თავის მხრივ, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ იოზილი "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერი გახდება.

ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: ლონდონის "არსენალში" უფასოდაც
კი გადავიდოდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული