უგო ლორისი სიკვდილს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
"ევერტონი"-"ტოტენჰემის" შეხვედრის 86-ე წუთზე რომელუ ლუკაკუ უგო ლორისს შეასკდა.

ბელგიელის მუხლი ფრანგს თავში მოხვდა და მოედანზე უგონოდ დასცა. ანდრე ვილაშ ბოაშმა ბრედ ფრიდელს თამაშში ჩართვა სთხოვა, თუმცა ლორისმა მინდვრის დატოვებაზე კატეგორიული უარი თქვა.

თანაგუნდელები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ თამაშს ვერ გააგრძელებდა, თუმცა უშედეგოდ. "დეზების" თავკაცის თქმით, ლორისს მატჩის შემდეგ არც კი ახსოვდა, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში გათიშული იყო.

რამდენად სერიოზულია დაზიანება, ამას ექიმები მხოლოდ დღეს იტყვიან. სავარაუდოდ, მას ტვინის შერყევა უნდა ჰქონდეს მიღებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორანგუტანგი დაჯახებია აბა რა მოუვიდოდა,კიდე კარგად გადარჩა
1122
14:13 04-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული