ბელგიელის მუხლი ფრანგს თავში მოხვდა და მოედანზე უგონოდ დასცა. ანდრე ვილაშ ბოაშმა ბრედ ფრიდელს თამაშში ჩართვა სთხოვა, თუმცა ლორისმა მინდვრის დატოვებაზე კატეგორიული უარი თქვა.
თანაგუნდელები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ თამაშს ვერ გააგრძელებდა, თუმცა უშედეგოდ. "დეზების" თავკაცის თქმით, ლორისს მატჩის შემდეგ არც კი ახსოვდა, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში გათიშული იყო.
რამდენად სერიოზულია დაზიანება, ამას ექიმები მხოლოდ დღეს იტყვიან. სავარაუდოდ, მას ტვინის შერყევა უნდა ჰქონდეს მიღებული.