ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: გოლების წვიმა, ზეიმი და ტრაგედია [VIDEO]

AutoSharing Option
მუხლებზე დაცემული ლიდერი
ურემი გადაბრუნდა, გზა გამოჩნდა და ახლა იოლია ამაზე ლაპარაკი, თუმცა პროგნოზი წინდაწინაც შეიძლებოდა. იმ თამაშით, რაც "მეთოფეებმა" "ეტიჰადზე" აჩვენეს, მათ ჩემპიონობის შანსი ნამდვილად არ ექნებათ.

ახლა, როცა პრემიერლიგის ყველაზე მძიმე პერიოდი კარსაა მომდგარი, არსენ ვენგერს სასწრაფოდ მოუწევს რაღაცის შეცვლა, რათა სხვა დროს მსგავსი კოშმარი აღარ განმეორდეს. ჩრდილოლონდონელებს შეხვედრის მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგ ნერვები ღალატობდათ.

ამის დასტური იყო უილშირის უხამსი ჟესტი ("ტელეგრაფის" ცნობით, მას დისკვალიფიკაცია, ჯარიმა ან გაფრთხილება ემუქრება) და მერტეზაკერისა და იოზილის შელაპარაკება, როცა პერმა თანამემამულეს
ფანებისთვის მადლობის გადახდა მოსთხოვა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა.

მესუთმა "ფეისბუქზე" მოგვიანებით ამის გამო ბოდიში მოიხადა. "მეთოფეთა" უკანა ხაზის არასტაბილურობაზე სეზონის დასაწყისში ბევრს წერდნენ. მერე კი ამაზე ლაპარაკი შეწყდა, რადგან შჩესნიმ გოლების გაშვება შეწყვიტა. და აი, "სიტიმ" დედაქალაქელთა სუსტ წერტილს მუქი ხაზი გაავლო.

ისევე, როგორც "იუნაიტედთან" გასვლით შეხვედრაში, ანგარიში ამჯერადაც კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიხსნა. დემიკელისს სამოქმედოდ უზარმაზარი არეალი მიეცა, მაშინ, როცა ერთბაშად 3 სტუმარი იდგა უსაქმოდ. არგენტინელმა თავით აგუეროს გადააწოდა. უკანასკნელი გოლის ინსტინქტმა არ დააღალატა. უხერხული პოზიციის მიუხედავად, "კუნს" გატანა აღარ გასჭირვებია. ეს არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა "არსენალის" დაცვა უხეშად შეცდა.

განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურებოდა მარცხენა ფლანგი. უილშირი ცენტრისკენ იწევდა, მონრეალს კი ბრწყინვალედ მოთამაშე საბალეტას წინააღმდეგ მარტოს ტოვებდა. იგრძნო რა თავისუფლება, სამხრეთამერიკელმა დროის უმეტესი ნაწილი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაატარა და რამდენიმე სახიფათო მომენტი პირადად შექმნა.

პაბლოს აქტიურობით სარგებლობდა დავიდ სილვა. ესპანელი ხან ცენტრში ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას, ხანაც საპირისპირო ფლანგზე.

მოედნის ცენტრში შეუდარებელი იყო ფერნანდინიო, ვინც დუბლი შეასრულა და ორჯერვე ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გამოიჩინა თავი.

ბრაზილიელისთვის 50-ე წუთზე გატანილი ბურთი პირველი აღმოჩნდა "სიტის" რიგებში. მოედნის ცენტრში მისი მეწყვილე ტურე ერთხელ შეცდა უხეშად, რაც საბოლოოდ უოლკოტმა გოლად აქცია. 24 წლის ნახევარმცველი სექტემბრის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითადში და "არსენალის" შემადგენლობაში ნამდვილად საუკეთესო იყო. გოლების სათითაოდ აღწერა შორს წაგვიყვანს.

ტურის ცენტრალურ მატჩზე ლაპარაკს იმით დავასრულებთ, რომ ტრავმები მიიღეს კოშელნიმ და აგუერომ. ერთი შეხედვით, უკანასკნელის მდგომარეობა უფრო მსუბუქი უნდა იყოს. ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდებით, იქამდე კი შაბათის სხვა შეხვედრებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ევერტონი" დონეს ინარჩუნებს
"ევერტონი" აგრძელებს ჩვეულ დონეზე ასპარეზობას. მერსისაიდელებს აუტსაიდერად ქცეულ "ფულჰემთან" მთელი თამაში უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ენტონი ტეილორის შეცდომის წყალობით, სამი ქულა კბილებით დასაცავი გაუხდათ. 35 წლის არბიტრმა 67-ე წუთზე საჯარიმოში ბერიზე არარსებული წესების დარღვევა დააფიქსირა.

მასპინძელთა პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა. ჯერ კოულმენმა შეაგორა დაუცველ კარში, მერე ბერიმ გაიტანა ერთი მეტრიდან თავით. შეცვლაზე შესულმა მირალიაშმა შეხვედრის ყველაზე ეფექტური ბურთი გაიტანა შორეული დარტყმით.

ისევ არ უმართლებს ლუკაკუს. ბელგიელ თავდამსხმელს ორჯერ შეეძლო გატანა, თუმცა კარის ხაზთან ახლოს მდგომმა ბურთის დამუშავება ვერ მოასწრო.

სპერონის საქმენი საგმირონი
ტონი პულისის დანიშვნის შემდეგ "კრისტალ პალასმა" პირველი თამაში წააგო. "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში პრემიერლიგის გრანდებსაც უჭირთ. ამის გათვალისწინებით, "არწივებმა" მაქსიმალური გააკეთეს.

"ჩელსიმ" დამსახურებულად იმარჯვა. სტუმარს შანსები როგორ არ ჰქონდა, თუმცა ფრე დიდი უსამართლობა იქნებოდა. სპერონიმ 4-5 ურთულესი ბურთი აიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მასპინძელთა მიძალება 85-ე წუთის შემდეგ, როცა არგენტინელმა ჯერ რამირესს მოუგო დუელი, ორიოდე წუთში შიურლეს არ დაანება გატანა და დამატებაზე ბასაც აუღო. მშრალი სერია დაასრულა ფერნანდო ტორესმა - "ელ ნინიომ" 27 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კარდიფს" გააქვს
"კარდიფმა" ჩემპიონატში 24 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. უელსში თანაბარი თამაში გაჩაღდა თანაბარი შანსებით, მაგრამ უიტინგემის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. მასპინძლებს მეორე ტაიმში სამართლიანი პრეტენზია გაუჩნდათ, როცა საჰაერო ორთაბრძოლისთვის გამზადებული ოდემვინგი მიწაზე მცველების დახმარებით აღმოჩნდა. ჰოვარდ ვებმა არ ჩასტვინა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო შანსი ლონგს ჰქონდა, მაგრამ ირლანდიელს მარშალმა სასწაულ ნახტომში აუღო.

სასტარტო აქტიურობამ არ უშველა
"ვილა პარკზე" მოქმედმა ჩემპიონმა, როგორც იქნა, თვალებში გამოიხედა. საწყისი წუთები მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დე ხეა რამდენჯერმე შეაწუხეს კიდეც, თუმცა უშედეგოდ. "იუნაიტედმა" კი პირველივე სახიფათო მომენტი დაასრულა გოლით.

იანუზაის თავური ძელს მოხვდა, გადმოვარდნილ ბურთს კი უელბეკი დახვდა და ცარიელ კარში გადაგზავნა. "ეშმაკების" ახალგაზრდა თაობის ორი წარმომადგენელი აქტიურობდა მეორე გოლის დროსაც. ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი კი შეუშალეს, მაგრამ საბოლოო დარტყმამ მიზანს უწია. შეხვედრას წერტილი რუნის პასით ახლო მანძილიდან კლევერლიმ დაუსვა.

"კეროუ როუდზე" მაყურებელმა საშინელი სურათი იხილა. სტუმართა გოლის ავტორმა დაიერმა 43-ე წუთზე კოჭი მოიტეხა. 26 წლის ნახევარმცველისთვის სეზონი ალბათ დასრულებულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
არის რეკორდი!
"ტოტენჰემისთვის" "ლივერპულთან" წაგება უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მეტოქეთა შორის უფრო დიდი ანგარიშებიც დაფიქსირებულა, მაგრამ "უაით ჰართ ლეინზე" მსგავსი მასშტაბის სირცხვილი "დეზებს" არასოდეს განუცდიათ. ყველაზე დიდი ანგარიშით ჩრდილოლონდონელებს 1975 წლის 13 დეკემბერს ჰქონდათ წაგებული (0:4).

და აი, 38 წლის თავზე რეკორდი დაემხო. ცხადია, მატჩის დეტალებზე ლაპარაკს ახლა არ შევუდგებით, რადგან გულწრფელად რომ გითხრათ, მთავარი მოვლენების განვითარებას თამაშის შემდეგ უფრო ველოდებოდით. ცხადია, პოსტიდან ანდრე ვილაშ ბოაშის გადადგომას ვგულისხმობთ.

კლარკი გააგდეს
"ვესტ ბრომვიჩის" ხელმძღვანელობამ სტივ კლარკს ჩემპიონატში ზედიზედ 4 მარცხი და 6-თამაშიანი მოუგებელი სერია არ აპატია და კარისკენ მიუთითა. "კარდიფ სიტი სტედიუმზე" მარცხის შემდეგ გუნდი მე-16 ადგილზე დაეშვა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

2013 წელს 50 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 34 თამაში ჩაატარა, მოიგო 7, 10-ჯერ ფრედ ითამაშა და 17-ჯერ წააგო. პრესას კლარკის შემცვლელთა სავარაუდო სია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

პრემიერლიგა. XVI ტური
სიტი-არსენალი 6:3
გოლები: 1:0 აგუერო (14), 1:1 უოლკოტი (31), 2:1 ნეგრედო (39), 3:1 ფერნანდინიო (50), 3:2 უოლკოტი (63), 4:2 დ. სილვა (66), 5:2 ფერნანდინიო (88), 5:3 მერტეზაკერი (90+4), 6:3 ი. ტურე (90+6-პენ)
სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ი. ტურე, ფერნანდინიო, ნასრი (90. ხ. გარსია), დ. სილვა (71. მილნერი) - აგუერო (50. ნავასი), ნეგრედო
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი (42. ვერმალენი), მონრეალი - ფლამინი (72. გნაბრი), რემსი - უილშირი, იოზილი, უოლკოტი - ჟირუ (76. ბენდტნერი)
გაფრთხილება: დ. სილვა, კომპანი - შჩესნი
კარში დარტყმა: 22-12 (7-6) კუთხური: 8-8 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 12-6 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 47 229

კარდიფი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 უიტინგემი (65)
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი - უიტინგემი, მედელი(87. გუნარსონი) - ოდემვინგი (90. კიმი), მატჩი, ნუნი - კემპბელი (82. მაინარდი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი (74. სინკლერი), მულუმბუ - ამალფიტანო (74. ბერაინო), სესინიონი, ბრანტი - ლონგი (88. ვიდრა)
გაფრთხილება: მედელი, მატჩი - ჯონსი
კარში დარტყმა: 11-12 (3-2) კუთხური: 8-6 თამაშგარე: 5-9 ჯარიმა: 16-12 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 632

ჩელსი-პალასი 2:1
გოლები: 1:0 ტორესი (16), 1:1 შამახი (29), 2:1 რამირესი (35)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ასპილიკუეტა - ესიენი, რამირესი - აზარი, ვილიანი (82. შიურლე), მატა (62. ოსკარი) - ტორესი (84. ბა)
პალასი (4-4-2): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, ვორდი - დიკგაჩოი (26. ოკიფი), ჟედინაკი, პანჩეონი, ბენანი (51. ბოლასი) - ჯერომი, შამახი (88. გეილი)
გაფრთხილება: ესიენი, ივანოვიჩი - შამახი
კარში დარტყმა: 16-10 (7-5) კუთხური: 3-1 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 13-7 ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 41 608

ევერტონი-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 ოსმანი (18), 1:1 ბერბატოვი (67-პენ), 2:1 კოულმენი (73), 3:1 ბერი (84), 4:1 მირალიაში (90+1)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ოვიედო - ოსმანი, ბერი - პიენაარი (88. სტოუნზი), ბარკლი, დეულოფეუ (64. მირალიაში) - ლუკაკუ
ფულჰემი (4-1-4-1): სტეკელენბურგი - რიტერი, სენდეროსი, ჰიუზი, რიისე - პარკერი - კარაგუნისი (78. ბენტი), სიდუელი, დეჟაგა (83. დაფი), კაჩანიკლიჩი (69. კასამი) - ბერბატოვი
გაფრთხილება: პიენაარი - დეჟაგა, სენდეროსი
კარში დარტყმა: 22-16 (7-3) კუთხური: 12-2 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-7 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 33 796

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 გუფრანი (27), 1:1 როდრიგესი (65)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, კოლიჩინი, უილიამსონი, სანტონი (78. აიდარა) - ტიოტე, ანიტა, გუფრანი (73. ბენ არფა), სისოკო - შ. ამეობი (61. სისე), რემი
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - ჩემბერსი, ჰოიველდი, ლოვრენი, შოუ - კორკი, დევისი, ვორდ-პრაუსი (46. შნაიდერლინი), როდრიგესი (90+7. გალაგერი) - ლამბერტი, ოსვალდო (46. ლალანა)
გაფრთხილება: ტიოტე - კორკი, შნაიდერლინი
კარში დარტყმა: 16-8 (5-3) კუთხური: 11-3 თამაშგარე: 7-6 ჯარიმა: 10-16 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 49 164

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 0:0
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი (58. ობრაიენი), ტომკინსი, კოლინსი, მაკარტი - დიამე, ნოუბლი - ჯარვისი (56. კოლისონი), მორისონი, ჯ. კოული (75. კ. კოული) - მაიგა
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ჩელუსტკა, ოში, ბრაუნი, ბერდსლი (82. დოსენა) - კი, კატერმოული - ლარსონი, ბორინი (72. ე. ჯონსონი), ჯაკერინი - ალტიდორი (73. ს. ფლეტჩერი)
გაფრთხილება: ნოუბლი -
კარში დარტყმა: 11-19 (2-6) კუთხური: 2-9 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 31 843

ჰალი-სტოკი 0:0
ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი - დევისი, ბრუსი (67. ბრეიდი), ჩესტერი - მეილერი (78. როსენიორი), ლივერმორი, ფიგეროა, ელმოჰამადი - ჰადლსტოუნი - გრემი (82. ბოიდი), საგბო
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, მუნიესა (66. პიტერსი) - ნზონზი, უელანი (78. პალასიოსი) - ასაიდი, აირლანდი, არნაუტოვიჩი (90. ადამი) - კრაუჩი
გაფრთხილება: საგბო -
კარში დარტყმა: 13-11 (4-2) კუთხური: 7-5 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 324

ასტონ ვილა-იუნაიტედი 0:3
გოლები: 0:1 უელბეკი (15), 0:2 უელბეკი (18), 0:3 კლევერლი (52)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლოუტონი, ბეიკერი, კლარკი, ლუნა - ვესტვუდი, ელ-აჰმადი (86. ბაკუნა), სილა (62. ვაიმანი) - აგბონლაჰორი, ბენტეკე (79. კოზაკი), ოლბრაიტონი
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ჯონსი, ევანსი, ევრა - კლევერლი, გიგზი (70. დ. ფლეტჩერი), ვალენსია, იანუზაი (69. იანგი) - რუნი (84. ზაჰა), უელბეკი
გაფრთხილება: აგბონლაჰორი, ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი - დე ხეა, უელბეკი
კარში დარტყმა: 17-14 (6-5) კუთხური: 3-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 15-8 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 42 682

ნორვიჩი-სუონსი 1:1
გოლები: 0:1 დაიერი (12), 1:1 ჰუპერი (45+4)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეიკერი, ბასონგი, ტერნერი, ოლსონი - ფერი, ჯონსონი, რედმონდი (83. მერფი), ჰაუსონი - ჰუპერი, ელმანდერი (76. ბეკიო)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ამატი, უილიამსი, დევისი - შელვი, კანიასი – დაიერი (44. პოსუელო), დე გუზმანი, ერნანდესი (84. ლამა) - მიჩუ (75. ბონი)
გაფრთხილება: - კანიასი, ვორმი, რანხელი
კარში დარტყმა: 16-10 (3-2) კუთხური: 8-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 26 876

ტოტენჰემი-ლივერპული 0:5
გოლები: 0:1 სუარესი (18), 0:2 ჰენდერსონი (40), 0:3 ფლენაგანი (75), 0:4 სუარესი (84), 0:5 სტერლინგი (89)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, კაპუ, დოუსონი, ნაუტონი (46. ფრაიერსი) - დემბელე (61. ტაუნსენდი), სანდრო (30. ჰოლტბი) - შადლი, პაულინიო, ლენონი - სოლდადო
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, სახო, შკრტელი, ფლენაგანი - ლეივა (78. ლ. ალბერტო), ალენი - სტერლინგი, ჰენდერსონი, კოუტინიო (90. მოზესი) - სუარესი
გაფრთხილება: დოუსონი, უოლკერი, ჰოლტბი -
გაძევება: პაულინიო (63) -
კარში დარტყმა: 9-20 (0-10) კუთხური: 2-9 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 15-15 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 36 069
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები:
17 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ი. ტურე (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
21 დეკემბერი: ლივერპული-კარდიფი, კრისტალ პალასი-ნიუკასლი, ფულჰემი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი, სტოკ სიტი-ასტონ ვილა, სანდერლენდი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ჰალ სიტი

22 დეკემბერი: საუთჰემპტონი-ტოტენჰემი, სუონსი-ევერტონი
23 დეკემბერი: არსენალი-ჩელსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ