ლონდონის "ჩელსი" ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ 25 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას გადაბირება სურს და მზადაა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მლნ ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის თავის რიგებში ხილვა ლონდონის "არსენალსაც" სურს.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა ახლოს იცნობს "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რომელთან ერთადაც მადრიდულ კლუბში უმუშავია.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში ფორვარდის აქტივში 9 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული