Marca: "ჩელსი" მზადაა, დავიდ ლუისი "ბარსელონაში" 35 მილიონ ევროდ გაუშვას

AutoSharing Option
"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის გადაბირების მცდელობას არ ეშვება.

ზაფხულში "ბლაუგრანა" 26 წლის ფეხბურთელის შეძენას 25 მილიონ ევროდ ცდილობდა, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა ის უარით გაისტუმრა.

იანვრის დასაწყისში კი "ბარსელონამ" ლუისის ტრანსფერზე ახალი შეთავაზება გააკეთა.

Marca-ს ცნობით, "ჩელსი" მზადაა, ფეხბურთელი ზაფხულში 35 მილიონ ევროდ დათმოს.