ნემანია ვიდიჩი: "ჩელსისთან" გამარჯვება ჩემპიონატის მოგების შანსს მოგვცემს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ნემანია ვიდიჩი დარწმუნებულია, რომ ლონდონის "ჩელსისთან" მოგება მის გუნდს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს მისცემს.

ამჟამად "წითელი ეშმაკები" ლიდერ ლონდონის "არსენალს" 14 ქულით ჩამორჩებიან.

"ახლა საერთოდ არ ვუყურებ სატურნირიო ცხრილს. რამდენიმე მატჩი ზედიზედ უნდა მოვიგოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 6-7 ტურის შემდეგ ვნახავთ რა მიზანი გვაქვს.

ამ მატჩში გამარჯვება "ჩელსისთან" მიახლოების საშუალებას და ჩემპიონატის მოგების შანსს მოგვცემს",
- თქვა ვიდიჩმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ