"ზეწოლას არ ვგრძნობ, ეს ხელს არ მიშლის. უბრალოდ, როდესაც მარცხდები, ყოველთვის უკმაყოფილო ხარ. ჩემი მიზანი გამოსავლის რაც შეიძლება მალე პოვნაა. ეს არის ჩვენი გამოწვევა უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე.
როდესაც გოლი გავუშვით, ავჩქარდით და შეცდომების დაშვებას ვუმატეთ. რამდენიმე ისეთი ხარვეზი გვქონდა, როგორიც პრემიერლიგისთვის შეუფერებელია.
ფეხბურთში დიდი დრო არასოდეს გაქვს და ამიტომ დროულად უნდა
რასაკვირველია, სტოკელებთან მატჩის ბოლოს გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ და საყვარელ გუნდს ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს ემანუელ ადებაიორს არ მოეწონა და თქვა, რა გასაკვირია, რომ ამ სეზონში სახლში ხშირად ვაგებთ და გასვლაზე უკეთ ვთამაშობთ, სტუმრად არ გვისტვენენ და "ბუუუ" მაინც არ გვესმისო.
საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ტოგოელი თავდამსხმელის სიტყვებზე ისედაც გაღიზიანებულ ფანებს. თან ადებაიორმა ისიც დაამატა, ნახევარზე მეტი კლუბის სახელით ვსაუბრობ, ბიჭებიც ჩემს აზრზე არიანო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"