56-ე წუთზე ეშლი იანგის ჩამოწოდებამ დიდი არეულობა გამოიწვია, შჩესნი და გიბსი ერთმანეთს დაეჯახნენ, ბურთი ვალენსიას მიუვიდა და ანგარიშიც გაიხსნა. 85-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს - ანხელ დი მარიამ უეინ რუნი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და "იუნაიტედის" უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ოლივიე ჟირუს გოლმა "არსენალს" მატჩი ვერ გადაურჩინა - 1:2.
არსენ ვენგერი (არსენალი): "მატჩს
ამასობაში "ჩელსიმ" დიეგო კოშტას და ედენ აზარის გოლებით "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" დაამარცხა. უახლოეს მდევარ "საუთჰემპტონს" "ჩელსი" უკვე 7 ქულით უსწრებს. სხვათა შორის, 12 ტურის შემდეგ 32 ქულა ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ორი კვირის წინ გულშემატკივრები გავაკრიტიკე. ჩემი საქმე გუნდის მომზადება და თამაშების მოგებაა, რასაც ვაკეთებ კიდეც. ასე რომ,ბოდიში უნდა მოვუხადო ფანებს კრიტიკისთვის. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მაშინ და ახლა ატმოსფერო ტრიბუნებზე სულ სხვადასხვანაირი იყო. აFღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი მხარდაჭერით.
ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" ვილფრიდ ბონის გოლით აგებდა "სუონსი სიტისთან", თუმცა სტევან იოვეტიჩმა და იაია ტურემ გამარჯვება მანუელ პელეგრინის გუნდს მოუტანეს - 2:1.
პრემიერლიგა. XII ტური
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 კოშტა (11), 2:0 აზარი (25)
გაძევება: იაკობი (29. ვესტ ბრომვიჩი)
ევერტონი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ლუკაკუ (26), 1:1 სარატე (56), 2:1 ოსმანი (73)
ლესტერი-სანდერლენდი 0:0
სიტი-სუონსი 2:1
გოლები: 0:1 ბონი (9), 1:1 იოვეტიჩი (19), 2:1 ტურე (62)
ნიუკასლი-ქპრ 1:0
გოლი: 1:0 სისოკო (78)
სტოკი-ბარნლი 1:2
გოლები: 0:1 ინგსი (12), 0:2 ინგსი (13), 1:2 უოლტერსი (32)
არსენალი-იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 გიბსი (56 ს.კ.), 0:2 რუნი (85), 1:2 ჟირუ (90)
1. ჩელსი - 32 ქულა; 2. საუთჰემპტონი - 25; 3. მანჩესტერ სიტი - 24; 4. მანჩესტერ იუნაიტედი - 19; 5. ნიუკასლი - 15.