"მატილდამ მითხრა, რომ ნაკრებში მუშაობისას ძალიან მომწყინდებოდა. ის მართალი იყო. ალბათ, ჩემთვის ჯერ ადრეა სანაკრებო საქმე. მიყვარს ყოველდღიური მუშაობა, დატვირთვა, საკლუბო სპეციფიკა, რიტმი, ზეწოლა, მოტივაცია, ვარჯიში, მოგზაურობა, მატჩები...
მაშინ ინგლისი პარიზში საფრანგეთს უნდა შეხვედროდა და უკვე დაწყებული მქონდა ფიქრი იმაზე - ვინ უნდა გამომეძახებინა, ძირითადი შემადგენლობა როგორი უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. თუმცა უცებ მატილდამ მითხრა: "და როდის არის ეგ მატჩი? ორი თვის მერე?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"