ჟოზე მოურინიოს ინგლისის ნაკრების გაწვრთნა ცოლმა გადააფიქრებინა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო იხსენებს, რომ 2008 წელს კინაღამ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას დათანხმდა, მაგრამ მეუღლე მატილდამ გადააფიქრებინა.

"მატილდამ მითხრა, რომ ნაკრებში მუშაობისას ძალიან მომწყინდებოდა. ის მართალი იყო. ალბათ, ჩემთვის ჯერ ადრეა სანაკრებო საქმე. მიყვარს ყოველდღიური მუშაობა, დატვირთვა, საკლუბო სპეციფიკა, რიტმი, ზეწოლა, მოტივაცია, ვარჯიში, მოგზაურობა, მატჩები...

მაშინ ინგლისი პარიზში საფრანგეთს უნდა შეხვედროდა და უკვე დაწყებული მქონდა ფიქრი იმაზე - ვინ უნდა გამომეძახებინა, ძირითადი შემადგენლობა როგორი უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. თუმცა უცებ მატილდამ მითხრა: "და როდის არის ეგ მატჩი? ორი თვის მერე?
ეს საშენო არ არის; შესაძლოა, 20 წლის შემდეგ", - აღნიშნა "განსაკუთრებულმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული