გეშინოდეთ! რომელუ ლუკაკუ 100%-ით მზადაა

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი რომელუ ლუკაკუთია აღფრთოვანებული, რომელიც ნელ-ნელა ფორმაში შედის და "სიტისთან" შეხვედრაში შეუდარებელი გახლდათ, ბელგიელმა ელიაკიმ მანგალას თამადობით, მანჩესტერელთა უკანახაზელები გააწამა.

"კანფეტების" ესპანელ მესაჭეს მიაჩნია, რომ ლუკაკუ უფრო და უფრო მოუმატებს და მისი გუნდიც გამოვა კრიზისიდან.

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სჭირდება, რომ ბოლომდე მზად იყოს ფიზიკურად. როდესაც იგი მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდა, 100%-ით მწყობრში არ გახლდათ. მას უყვარს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და გუნდის ლიდერობა.

ახლა ეტყობა, რომ ფორმაშია და იმედია, ასე გააგრძელებს. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და
უნდა მოვუმატოთ", - თქვა მარტინესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული