პირველ შეხვედრაში ლონდონელებმა 1:0 იმარჯვეს და ამ მატჩშიც დაწინაურდნენ, კრისტიან ერიკსენმა 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი გაუტანეს ლონდონელებს, მაგრამ დამატებითი ტაიმებისგან ერიკსენმა გვიხსნა, მან დუბლი შეასრულა - 2:2.
1-ელ მარტს ფინალი "უემბლიზე" გაიმართება, "ტოტენჰემი" "ჩელსის" ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"