ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ჩელსი" და "ევერტონი" დააჯარიმა

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონსა" და ლონდონის "ჩელსის" 30-30 ათასი ფუნტი სტერლინგი არ გააღარიბებთ, მაგრამ მაინც სათქმელია, რომ ეს კლუბები ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ თანხით დააჯარიმა. მიზეზი მათი ურთიერთშეხვედრისას მომხდარი არეულობებია, რომლებიც ფეხბურთელებმა მინდორზე მოაწყვეს.

იმ შეხვედრიდან ყველაზე მეტად ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯეიმს მაკარტის ინციდენტი დაგვამახსოვრდა. ამასთანავე, "ლურჯებს" მალე, ალბათ, ახალი სასჯელი არ ასცდებათ, რადგან პარიზის მეტროს ინციდენტის შემდეგ მსგავსი შემთხვევა ლონდონის მეტროშიც დაფიქსირდა "ტოტენჰემთან" ლიგის თასის ფინალის მერე.

იმ განსხვავებით, რომ თუ საფრანგეთის დედაქალაქში "ჩელსის" რასისტმა ფანებმა ფერადკანიანი ადამიანი ვაგონში არ შეუშვეს,
ინგლისის დედაქალაქში "ლურჯების" რამდენიმე რასისტი ფანი ვაგონიდან აქეთ გამოდევნეს. მათ შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული