"ასტონ ვილას" მასაჟისტმა ფეხბურთელს კაპიტნის სამკლავური აპოვნინა

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" მასაჟისტი ალექს ბატლერი კლუბის ნახევარმცველ ფაბიან დელფს კაპიტნის იმ სამკლავურის დაბრუნებაში დაეხმარა, რომელიც მას "ვესტ ბრომვიჩთან" ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალის მერე, არეულობისას წაართვეს.

როგორც იცით, საფინალო სასტვენისთანავე "ვილა პარკის" მინდორზე ფანები შეიჭრნენ და ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც "ვერ გაასწრო", დელფია, რომელსაც კაპიტნის სამკლავური და მარცხენა ბუცი მოპარეს. გარდა ამისა, თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მას კოცნიდნენ და კბენდნენ კიდეც - ცოტა შემეშინდაო.

ეს კაპიტნის სამკლავური კი მისთვის ძვირფასი გახლ
დათ და ახლა მადლობა მასაჟისტს უნდა უთხრას, რომელმაც ორიგინალური ხერხი იპოვა და "თვითერზე" სპეციალურად მომზადებული ფოტო გამოფინა, რომელზედაც ითხოვა, უახლოეს 12 საათში სამკლავურს თუ დააბრუნებთ, რომელიც ნახევარფინალშიც დაგვჭირდება, სანაცვლოდ სკოტ სინკლერის მაისურას მიიღებთო.

Sportall.Ge

ამ ხერხმა გაჭრა და ვინმე რობ ტეილორმა სამკლავური დააბრუნა, სანაცვლოდ კი ეს ფანი სინკლერის მაისურით შეიმოსა. შეგახსენებთ, რომ "ალბიონს" "ასტონ ვილამ" სწორედ დელფისა და სინკლერის გოლებით მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული