ინგლისის ნაკრები: მოსალოდნელი სიახლე და ამაყი კეინი

AutoSharing Option
როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრების 24-კაციანი სია გამოამზეურა. 27 მარტს ინგლისელებს "უემბლიზე" ლიტვასთან ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო თამაში აქვთ, რასაც 31 მარტს ტურინში იტალიასთან ამხანაგური მიჰყვება.

ნაკრებზე, ახალ სახეებსა და ბორტს მიღმა დარჩენილებზე დაწვრილებით საუბარი ამ უიქენდის და პრემიერლიგის ტურის მერე გვექნება, იქამდე კი შემადგენლობას შემოგთავაზებთ და აღვნიშნავთ იმასაც, რომ მთავარი სიახლე ჰარი კეინის გამოძახებაა. ეს მოსალოდნელი გახლდათ, მაგრამ მაინც გამოსარჩევი ამბავია.

"ტოტენჰემის" 21 წლის ვარსკვლავის დებიუტს ბევრი ელოდება დიდი ინტერესით. ნიჭიერ თავდამსხმელს ამ სეზონში 42 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი.

"დიდი
პატივია, რომ ინგლისის ნაკრებში გამომიძახეს! ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საამაყო დღეა! ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობილი მესიჯებისთვის!" - დაწერა "თვითერზე" კეინმა.

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი)
მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (საუთჰემპტონი), კირან გიბსი (არსენალი), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), ფილ ჯონსი (იუნაიტედი), ლუკ შოუ (იუნაიტედი), კრის სმოლინგი (იუნაიტედი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: როს ბარკლი (ევერტონი), მაიკლ კერიკი (იუნაიტედი), ფაბიან დელფი (ასტონ ვილა), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯეიმს მილნერი (სიტი), რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული), ანდროს თაუნსენდი (ტოტენჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (იუნაიტედი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), დენი უელბეკი (არსენალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული