ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ! - ლონდონის "ჩელსიში" ბედნიერი სესკ ფაბრეგასი

AutoSharing Option
ფრანსესკ ფაბრეგასის თქმით, ლონდონის "ჩელსის" კიდევ შეუძლია, რომ მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულად წარმატებულად აქციოს, თუ პრემიერლიგაში პირველ ადგილს შეინარჩუნებს და ჩემპიონი გახდება, რითაც "ოქროს დუბლს" შევასრულებთო - მოგეხსენებათ, "ლურჯებმა" უკვე მოიგეს ინგლისის ლიგის თასი.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კი, როგორც ჩანს, ესპანელს იმდენად ცუდ ხასიათზე არ აყენებს, რომ სეზონი წარუმატებლად მონათლოს.

"ახლა ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. "ჩელსის" რიგებში თითქმის ყველა მატჩს შეუცვლელად ვთამაშობ და ეს ძალიან მახარებს.

ტიტულისთვის ბოლომდე
უნდა ვიბრძოლოთ და ის უპირატესობა არ უნდა გავანიავოთ, რომელიც გვაქვს, მოდუნება არც ერთი წუთით არ შეიძლება.

"ოქროს დუბლის" მოგებით ჩვენ შეგვიძლია ეს სეზონი გამორჩეულად და დასამახსოვრებლად ვაქციოთ", - აღნიშნა სესკმა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ფაბრეგასს მიმდინარე პრემიერლიგაში 16 საგოლე გადაცემა აქვს. 5-იც და იგი ტიერი ანრის რეკორდს მოხსნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული