ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კი, როგორც ჩანს, ესპანელს იმდენად ცუდ ხასიათზე არ აყენებს, რომ სეზონი წარუმატებლად მონათლოს.
"ახლა ცხოვრებაში ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. "ჩელსის" რიგებში თითქმის ყველა მატჩს შეუცვლელად ვთამაშობ და ეს ძალიან მახარებს.
ტიტულისთვის ბოლომდე
"ოქროს დუბლის" მოგებით ჩვენ შეგვიძლია ეს სეზონი გამორჩეულად და დასამახსოვრებლად ვაქციოთ", - აღნიშნა სესკმა.
გავიხსენოთ ისიც, რომ ფაბრეგასს მიმდინარე პრემიერლიგაში 16 საგოლე გადაცემა აქვს. 5-იც და იგი ტიერი ანრის რეკორდს მოხსნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"