შოტლანდიურ გრანდებს ინგლისურ პრემიერლიგაში სურთ თამაში

AutoSharing Option
ლეგენდარულ შოტლანდიურ კლუბებს, "რეინჯერსსა" და "სელტიკს" საკუთარი ძალების შემოწმება ინგლისურ პრემიერლიგაში სურთ.

"სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა რონი დეილამ კლუბის სურვილის შესახებ განაცხადა.

"ამან შესაძლოა დიდი დრო წაიღოს, მაგრამ "სელტიკი" არის გუნდი, რომელსაც უნდა მიეცეს შანსი, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში გამოვიდეს.

იმედია მაქვს, საბოლოოდ მაინც მოვხვდებით პრემიერლიგაში. ასეთი საქმეები სწრაფად არ კეთდება, მით უმეტეს, ბრიტანეთში".

აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი აქციონერმა დერმოტ დესმონდმა გამოთქვა:

"სელტიკსა" და "რეინჯერსს", მსოფლიოს მასშტაბით, ფანების დიდი არმია ჰყავთ.

ამ გუნდების მატჩები არაფრით ჩამოუვარდება "ბარსელონას", "რეალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალისა" და
"ლივერპულის" შეხვედრებს.

ისინი ერთ საფეხურზე არიან ამ კლუბებთან ერთად. მოუთმენლად ველით ახალ გამოწვევას შოტლანდიური კლუბებისთვის პრემიერლიგაში.

ყველაფერი ვითარდება, ერთ ადგილზე არაფერი დგას".
ასევე დაგაინტერესებთ