ტიერი ანრი: მოურინიოს გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ "ჩელსის" ხელმძღვანელობას ღიად მიმართა და ჟოზე მოურინიოს დაუჭირა მხარი.

"მოურინიოს გუნდიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება. სულ ახლახან მან გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამიტომ მგონია, რომ რომან აბრამოვიჩი მისცემს დროს და გამოხატავს პატივისცემას, რომელსაც მოურინიო იმსახურებს.

ეს ძალიან მძიმე სეზონია "ჩელსისთვის". ერთადერთი, ვისაც მისი შველა შეუძლია - ჟოზე მოურინიოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ფეხბურთის ისტორიაში", - თქვა ანრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული