14:52 15-11-2015
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული გუნდი - მსოფლიოს ნაკრები 3:1 [VIDEO]
AutoSharing Option
დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ დევიდ ბექჰემი პირველად გამოვიდა მშობლიურ მოედანზე მანჩესტერში.
ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე თავის 4 შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. თუ ბრუკლინი,რომეო და კრუზი უკვე დგამდნენ საფეხბურთო გაზონზე ფეხს თამაშების დროს, ხარპერისთვის ეს გამოჩენა სადებიუტო იყო.
განსაკუთრებული გამოდგა შეხვედრა ბრუკლინისთვის, რომელმაც მოედანზე ბურთი მამასთან ერთად გააგორა.
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საფეხბურთო მოედანზე კიდე გამოვიდოდი. სწორედ ამისთვის არსებობს UNICEF, რომელიც მსგავს შეხვედრებს ბავშვთა დასახმარებლად მართავს.
ჩემთვის უდიდესი პატივია კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გუნდის კაპიტნობა, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი თავკაცობს.", - განაცხადა დევიდმა.
ბექჰემის გუნდის წევრები მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომლის რიგებშიც რონალდინიო, კაფუ, ლუიშ ფიგუ და ფეხბურთის სხვა ლეგენდები თამაშობდნენ.
შეხვედრა ბექჰემის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული