Capital One Cup: "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 2 დეკემბერს, ინგლისის Capital One Cup-ის მეოთხედფინალის 4 შეხვედრა გაიმართა.

პრემიერლიგის ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ კედლებში "ჰალ სიტი" მიიღო.

მასპინძლები მე-12 წუთზე ვილფრიდ ბონიმ დააწინაურა. შეხვედრის ბოლო 10 წუთში "სიტიმ" კიდევ 3 გოლი გაიტანა: თავი იჰეანაჩომ და კევინ დე ბრუინმა (2) გამოიჩინეს.

სტუმრებმა 1 გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ 92-ე წუთზე რობერტსონის ზუსტი დარტყმით შეძლეს - 4:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარალელურად, მერსესაიდული "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა.

მერსისაიდელების კარში შეხვედრის 45-ე წამზე გოლი სადიო მანემ გაიტანა.

ამის შემდეგ სტუმრები
გონს მოეგნენ და ახლად დაბრუნებულმა დანიელ სტარიჯმა 8 წუთში გაფორმებული დუბლით "ლივერპული" შეხვედრის 29-ე წუთზე წინ გაიყვანა. ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ კი პირველი ტაიმის მიწურულს ალბერტო მორენოს დარტყმულს ფეხი დაუხვედრა - 1:3.

მეორე ნახევარში "ლივერპულმა" კვლავ შეუტია და შედეგსაც მიაღწია - ორიჯიმ საბოლოოდ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, 1 გოლი კი შეცვლაზე გამოსულმა ჯორდან აიბიმ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. Capital One Cup.

საუთჰემპტონი-ლივერპული 1:6
გოლები: 1:0 სადიო მანე (1), 1:1, 1:2 დანიელ სტარიჯი (25, 29), 1:3, 1:4 დივოკ ორიჯი (45, 68), 1:5 ჯორდან აიბი (73), 1:6 დივოკ ორიჯი (86).

მანჩესტერ სიტი-ჰალ სიტი 4:1

გოლები: 1:0 ვილფრიდ ბონი (12), 2:0 იჰეანაჩო (71), 3:0, 4:0 კევინ დე ბრუინი (82, 87), 4:1 რობერტსონი (92).

სტოკ სიტი-შეფილდი 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმ აფელაი (30), 2:0 ფილ ბარდსლი (75).

მიდლსბრო-ევერტონი 0:2
გოლები: 0:1 ჟერარდ დეულოფეუ (20), 0:2 რომელუ ლუკაკუ (28).
ასევე დაგაინტერესებთ