ჟოზე მოურინიომ დიეგო კოშტა ინდივიდუალურად ავარჯიშა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ეტაპის მე-6 ტურის წინ, რომელსაც მისი გუნდი ხვალ, 9 დეკემბერს, "პორტოს" წინააღმდეგ გამართავს, დიეგო კოშტას ინდივიდუალური ვარჯიში ჩაუტარა.

ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.

პორტუგალიელი სპეციალისტი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აათამაშოს გუნდის ფორვარდი, რომელსაც წელს საქმე ცუდად მისდის.

კოშტას ანგარიშზე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაა, სადაც მან თავი 3 გოლით გამოიჩინა. ამის გარდა, 1 გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული